ოქროს ექსპორტი გაიზარდა – სად ვყიდით ძვირფას ლითონს?

ოქროს ექსპორტი გაიზარდა – სად ვყიდით ძვირფას ლითონს?

მიმდინარე წლის 5 თვეში საქართველომ ოქროს ექსპორტით 41 მილიონ 394 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. საუბარია დაუმუშავებელ, ნახევრად დამუშავებული, ან ფხვნილის სახით ოქროს ნაწარმზე.

საქსტატის მონაცემებით, მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8.2%-ით გაიზარდა. ამგვარად, ამ დასახელების საქონელმა ქვეყნის უმსხვილესი საექსპორტო საქონლის რეიტინგში 1.8%-იანი წილით მეათე ადგილი დაიკავა.

უნდა აღინიშნოს, რომ გასული წლის იანვარ-მაისში ქვეყანამ 38 მილიონ 242 ათასი დოლარის ღირებულების ოქრო გაყიდა. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლების განმავლობაში 5 თვის ჭრილში ოქროს ექსპორტი მზარდია და ექსპორტის ზრდის დინამიკას სრულად ადგილობრივი წარმოების საქონლის რეალიზება განაპირობებს.

2024 წლის იანვარ-მაისში ოქრო სამ ქვეყანაში გაიყიდა:

1. შვეიცარია – $37.4 მლნ;

2. თურქეთი – $3.5 მლნ;

3. არაბთა გაერთიანებული საამიროები – $459 ათასი.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საექსპორტო ქვეყნების რუკაზე ცვლილება შეეხო გერმანიას, რომელიც 2019-2022 წლებში საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალში იყო.

მსგავსი სიახლეები

საქართველოს საერთაშორისო რეზერვებში ოქროს ღირებულება $1.1 მილიარდამდე გაიზარდა | სებ

საქართველოს საერთაშორისო რეზერვებში ოქროს ღირებულება $1.1 მილიარდამდე გაიზარდა |…

2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით, ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება წინა თვესთან შედარებით 135 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 1.149.2…
თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება/მშენებლობა იწყება – EYE-სთან ხელშეკრულება გაფორმდა

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება/მშენებლობა იწყება – EYE-სთან ხელშეკრულება გაფორმდა

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობას თურქული ერთობლივი კომპანია EYE განახორციელებს. თბილისი სატრანსპორტო კომპანიასა და და ტენდერში გამარჯვებულ თურქულ ერთობლივ საწარმო EYE-ს (Emre…
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

7 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6128 ლარი გახდა.…