ოქტომბრის განმავლობაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უპრეცედენტო მასშტაბის – 213 მილიონი დოლარის სავალუტო ინტერვენციები განახორციელა, რაც მთლიანად 2023 წელთან შედარებით უფრო მეტი მოცულობის ინტერვენციას წარმოადგენდა.
სავარაუდოდ, აღნიშნული ინტერვენციების გათვალისწინებით საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა მინიმუმ 4.5 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. თუკი რეზერვების ნიშნული ამჟამად 4.5 მილიარდ დოლარს შეადგენს, ეს ნიშნავს რომ მისი მოცულობა ბოლო 12 თვის განმავლობაში 600 მილიონ დოლარზე მეტად არის შემცირებული.
ოქტომბერში სებ-მა სავალუტო ინტერვენციების განხორციელება მსხვილი ერთჯერადი ტრანზაქციების ეფექტის შემცირების, ასევე სავალუტო ბაზარზე წინასაარჩევნო აჟიოტაჟის ეფექტის განეიტრალებას ისახავდა მიზნად. ეროვნული ბანკის ინტერვენცია 8 ოქტომბერს 48.5 მილიონი დოლარის ოდენობით , 16 ოქტომბერს 64.9 მილიონი დოლარის ოდენობით, 23 ოქტომბერს 60 მილიონი დოლარის ოდენობით და არჩევნების წინა დღეს, 25 ოქტომბერს 40 მილიონი დოლარის ოდენობით განხორციელდა.
გარდა სავალუტო ინტერვენციებისა, ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე დოლარს ყიდულობს და ყიდის Bmatch პლატფორმის მეშვეობითაც, თუმცა განსხვავებით სავალუტო ინტერვენციებისა, Bmatch პლატფორმით განხორციელებული ოპერაციების შესახებ ინფორმაცია დასრულებიდან 25 დღის გასვლის შემდეგ ხდება საჯარო, შესაბამისად 25 ნოემბერს გამოჩნდება თუ რამდენი მილიონი დოლარი გაყიდა სებ-მა ამ გზით მიმდინარე თვეში.
მთლიანობაში 2024 წელს სებ-მა სავალუტო აუქციონებით 382 მილიონი დოლარი გაყიდა, ხოლო Bmatch პლატფორმით იანვარ-სექტემბერში 329 მილიონი დოლარი იყიდა და გაყიდა 157.5 მილიონი დოლარი.
2024 წლის აპრილში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა განაცხადა, რომ საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა ჩამოსცდა ადეკვატურობის მინიმალურ ზღვარს და მას აუცილებლად შევსება ესაჭიროება. მას შემდეგ სავალუტო რეზერვები შევსების ნაცვლად, კიდევ რამდენიმე ასეული მილიონი დოლარით შემცირდა.
არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების ნაცვლად, მხარდაჭერა მიმართულია თანამედროვე ბაღების გაშენებისა და ხარისხიანი პროდუქციის წარმოებისკენ – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის…
გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და “კრიოსფეროს ფონდს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების მთავარი მიზანი საქართველოს საერთაშორისო ანტარქტიდულ და კრიოსფერულ სამეცნიერო საქმიანობაში ჩართვა…
„28 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია და მოსწავლეები მალე ახალ სასწავლო წელს განახლებულ გარემოში დაიწყებენ. წლის ბოლომდე კი კიდევ 25 სკოლის…