“ოცნებამ” კონკურენციის სააგენტოს მენეჯმენტის სტრუქტურის შეცვლა გადაიფიქრა – კანონპროექტი

“ოცნებამ” კონკურენციის სააგენტოს მენეჯმენტის სტრუქტურის შეცვლა გადაიფიქრა – კანონპროექტი

“ქართულმა ოცნებამ” კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მენეჯმენტის სტრუქტურის შეცვლა გადაიფიქრა და ამ გზით ფულის დაზოგვას აპირებს. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა.

საქმე ისაა, რომ 2020 წელს “კონკურენციის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით შეიცვალა ინსტიტუციური მოწყობის ფორმაც. კერძოდ სააგენტოს მმართველობითი ორგანო უნდა გამხდარიყო პრემიერის წარდგინებით და პარლამენტის მიერ 5 წლის ვადით არჩეული 5-წევრიანი საბჭო. ამ ცვლილების ამოქმედება, თავდაპირველად გათვალისწინებული იყო 2021 წლიდან, თუმცა თარიღმა რამდენჯერმე გადაიწია და ბოლო რედაქციით მისი ძალაში შესვლა გათვალისწინებული იყო 2027 წლის პირველი იანვრიდან. შესაბამისად, ამ დროიდან უნდა გაუქმებულიყო სააგენტოს თავმჯდომარის პოზიცია.

თუმცა, როგორც ირკვევა “ქართულმა ოცნებამ” შეცვალა საკუთარი ინიციატივა და გადაწყვიტა, რომ სააგენტოს არსებული ინსტიტუციური მოწყობის მოდელი შენარჩუნდეს.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ ინსტიტუციური ცვლილებების მასშტაბიდან გამომდინარე, მის პრაქტიკაში განხორციელებასთან დაკავშირებით არსებობდა/არსებობს რიგი გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია როგორც სააგენტოს ტექნიკურ/მატერიალურ რესურსებთან, ასევე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მნიშვნელოვანი ოდენობის ერთჯერადი და მუდმივი წლიური სახსრების გამოყოფასთან.

“იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ერთის მხრივ, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის აღსრულება საქართველოში ეფექტურია/ეფექტიანია, ხოლო, მეორეს მხრივ, ცვლილების ამოქმედება გამოიწვევს მნიშვნელოვანი ოდენობის საბიუჯეტო სახსრების გამოყოფას, სამართლებრივად აზრს კარგავს ამ ცვლილების ამოქმედება.

ამასთან აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მასშტაბით მისი წევრი ქვეყნების დიდ ნაწილში არ არსებობს საბჭოს ტიპის მოწყობა კონკურენციის აღმასრულებელ უწყებებთან მიმართებაში, მაგალითად გერმანია, პოლონეთი, ავსტრია, ჩეხეთი, უნგრეთი, ესტონეთი და ა.შ.”,- წერია დოკუმენტში.

კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები “ქართული ოცნების” შემდეგი დეპუტატები არიან: შოთა ბერეკაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, ანტონ ობოლაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, მარიამ ლაშხი, ირაკლი კირცხალია და გოჩა ენუქიძე.

ისინი ცვლილებების დაჩქარებულ განხილვას ითხოვენ, რათა სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის დროს თავიდანვე აღარ იყოს გათვალისწინებული სააგენტოსთვის საბჭოს შექმნასთან დაკავშირებული თანხების გამოყოფა. მოქმედი რედაქციის ძალაში დარჩენის შემთხვევაში, 2026 წელს ბიუჯეტიდან უნდა გამოყოფილიყო დაახლოებით 390 000 ლარი, კერძოდ:

  • არაფინანსური აქტივები (ავტომობილები) – 300 000 ლარი;
  • ინვენტარი – 60 000 ლარი;
  • სხვა ხარჯები – 30 000 ლარი.

 

ამასთან, 2027 წელს, უნდა გამოყოფილიყო დაახლოებით 575 000 ლარი (მხოლოდ საბჭოს 5 წევრის ხელფასებისთვის 384 000 ლარი), მომდევნო წლებში კი წლიურად დაახლოებით 600 000 ლარი. შესაბამისად, ამ ხარჯების გამოყოფის საჭიროება სახელმწიფო ბიუჯეტიდან აღარ დადგება დღის წესრიგში.

 

ბიემჯი

მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძის განცხადებით, უნივერსიტეტების რეფორმის ფარგლებში, თსუ-ს პირველ და მეორე კორპუსებს ცვლილებები არ შეეხება

ირაკლი კობახიძის განცხადებით, უნივერსიტეტების რეფორმის ფარგლებში, თსუ-ს პირველ და…

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, უნივერსიტეტების რეფორმის ფარგლებში, ის შენობები, რომლებსაც სასწავლებლებისთვის „განმსაზღვრელი მნიშვნელობა“ აქვთ, აკადემიური დატვირთვით შენარჩუნდება. კობახიძემ განმარტა, რომ თბილისის…
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება თსუ-სთან – ირაკლი კობახიძე

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება თსუ-სთან – ირაკლი კობახიძე

“მთავრობამ თსუ-სა და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილება შეცვალა”, – ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ სტუ-ს პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ამ მიზნით…
იანვარში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი $325 მლნ-მდე გაიზარდა –  Galt & Taggart

იანვარში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი $325 მლნ-მდე გაიზარდა – Galt…

2026 წლის იანვარში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 13.4%-ით გაიზარდა და 325 მლნ აშშ დოლარი შეადგინა – ასეთია Galt & Taggart-ის შეფასება,…