მე-11 მოწვევის პარლამენტმა კომიტეტების თავმჯდომარეები აირჩია. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს, წინა მოწვევის პარლამენტის მსგავსად, პაატა კვიჟინაძე უხელმძღვანელებს.
პაატა კვიჟინაძე დეპუტატი იყო ასევე VIII, IX და X მოწვევის პარლამენტებშიც.
რაც შეეხება მის ბიოგრაფიას, 1988 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (სპეციალობა – ვაჭრობის ეკონომიკა).
პარლამენტის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, კვიჟინაძის სამუშაო გამოცდილება ასეთია:
1993 – 2010 წლები – უცხოეთში პირადი კერძო სამშენებლო ბიზნესის ხელმძღვანელი
1991 – 1992 წლები – საჩხერის პრეფექტი
1991 – 1991 წლები – საჩხერის პრეფექტის მოადგილე
1989 – 1991 წლები – „საქსახაგრომრეწვის“ N1 ტრესტის საჩხერის სარემონტო-სამშენებლო უბანი, უფროსი ბუღალტერი
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი “ჯივინოსტატი” საქართველოში მომდევნო კვირის დასაწყისში შემოვა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის განმარტებით,…
საქსტატის მონაცემებით, გაძვირების ტენდენცია აგვისტოშიც გაგრძელდა და რესტორანში სადილის საშუალო ფასი წლიურად 12%-ით გაიზარდა. 2026 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში…
საქსტატის თანახმად, 2026 წლის აგვისტოში საქართველოში წლიური ინფლაცია 5.6%-მდე გაიზარდა, ეს წინა თვესთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით მეტია და ეროვნული ბანკის…