პარლამენტმა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილება I მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილება I მოსმენით მიიღო

პარლამენტმა დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით, 80 ხმით, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილება მიიღო. კანონპროექტით, მუნიციპალიტეტებს სივრცის დაგეგმარების გეგმებთან მიმართებით კოდექსის დავალების შესრულებისთვის განესაზღვრებათ გონივრული ვადა – 2035 წლის 31 დეკემბერი, ნაცვლად 2028 წლის 1 იანვრამდე პერიოდისა. ამავე ვადამდე (2035 წლის 31 დეკემბერი) გაგრძელდება მათთვის კოდექსში მოცემული მხარდაჭერის მექანიზმი. კანონპროექტით წესრიგდება სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებასთან და განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების ან/და მასში ცვლილების თაობაზე განცხადების წარდგენის წესთან დაკავშირებული საკითხები. გარდა ამისა, კანონპროექტით დგინდება მშენებლობის ნებართვის/შეტყობინების თაობაზე განცხადებისა და გადაწყვეტილების მიღების წესი და საბაზისო-თემატური გეგმის შემუშავების დროებითი წესი. მომხსენებლის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის ნინო ენუქიძის განცხადებით, ცვლილებით მოხდება სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განმახორციელებელი ორგანოების ნათლად განსაზღვრა. კერძოდ, აღნიშნულ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკას განახორციელებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სსიპ- სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო. როგორც ნინო ენუქიძემ აღნიშნა, შემოღებული იქნება საბაზისო-თემატური გეგმის შემუშავების პრაქტიკა. მისივე თქმით, კანონპროექტით შემოთავაზებულია მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც მუნიციპალიტეტების სივრცითი განვითარების პროცესში ესთეტიკური პარამეტრების დადგენას ეხება. ცნობისთვის, დღეს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. რეგისტრაცია 87-მა პარლამენტის წევრმა გაიარა. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დეპუტატებს მუშაობის განრიგი გააცნო. „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, როდესაც საარჩევნო წელია არჩევამდე ერთი თვის განმავლობაში, როგორც წესი, პლენარული სხდომები არ იმართება. ამიტომ, ამ ტრადიციას მივუყვებით, თუკი რაიმე საკითხი არ იქნება, რაც მოითხოვს ჩვენს შეკრებას. შესაბამისად, მხოლოდ მიმდინარე კვირას გაიმართება პლენარული სხდომები და შემდეგ უკვე 15 ოქტომბრიდან განახლდება პლენარული სხდომები. რაც შეეხება მიმდინარე კვირას, პლენარული სხდომებისთვის ჩვენ ორი დღე დაგვჭირდება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

14 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.635 ლარი გახდა.…
Starbucks-ის და Alshaya Group-ის შემოსვლა საქართველოში ნდობის გამოცხადებაა იმ საინვესტიციო და ბიზნესგარემოს მიმართ, რომელსაც მთავრობა უზრუნველყოფს –  ირაკლი ნადარეიშვილი

Starbucks-ის და Alshaya Group-ის შემოსვლა საქართველოში ნდობის გამოცხადებაა იმ…

Starbucks-ის და Alshaya Group-ის შემოსვლა საქართველოში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნდობის გამოცხადებაა ჩვენი ქვეყნის, ქართული ეკონომიკის მიმართ – იმ ეკონომიკური განვითარების და…
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ არქიტექტურის სამსახურის მიერ ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟზე ნებართვა გაცემულია

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ არქიტექტურის სამსახურის მიერ ე.წ. რიყის…

თბილისის მერია რიყის ტერიტორიაზე ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. მერიაში აცხადებენ, რომ შპს „რიყე დომ“-ის საკუთრების მიწის ნაკვეთზე არსებული…