პრემიერ – მინისტრის სამუშაო ვიზიტი გერმანიაში მოიტანს ახალ იმპულსს ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობის თვალსაზრისით, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გერმანიაში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, უკრაინის აღდგენის კონფერენციაში პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ საქართველო მყარად და თანმიმდევრულად უდგას მხარში უკრაინას.
„გერმანიაში ჩატარებული ღონისძიება, რომელიც ეძღვნებოდა უკრაინის აღდგენას და დახმარებას, რომლის ორგანიზებაშიც უშუალოდ გერმანია და გერმანიის კანცლერი, შოლცი იყო ჩართული, კიდევ ერთი მორიგი დემონსტრირებაა უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველოს მთავრობის მეთაური დელეგაციასთან ერთად ამ ღონისძიებაში მონაწილეობდა. პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ საქართველო მყარად და თანმიმდევრულად უდგას მხარში უკრაინას, უკრაინელ ხალხს და ჩვენი მონაწილეობა განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.
პრემიერ-მინისტრს ჰქონდა შესაძლებლობა, სხვა ლიდერებთან ერთად მიეღო მონაწილეობა მრგვალი მაგიდის ფორმატში, რომელშიც მათ შორის მონაწილეობდა კანცლერი შოლცი და პრეზიდენტი ზელენსკი. მრგვალი მაგიდის ფორმატში კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ ჩვენს მხარდაჭერაზე უკრაინის და უკრაინელი ხალხის მისამართით, იმ ძალისხმევაზე, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ გასწია, მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო და ასევე ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ გააგრძელებს საქართველო მხარდაჭერას.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ უკვე საღამოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა შესაძლებლობა, საუბარი ჰქონოდა გერმანიის პრეზიდენტთან, რომელმაც მიიღო მონაწილეობა იმ საზეიმო მიღებაში, რომელიც გაიმართა გერმანიის პრეზიდენტის უშუალო მონაწილეობით. ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი გერმანიაში მოიტანს ახალ იმპულსს ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობის თვალსაზრისით“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
2026 წლის პირველ ნახევარში საშუალო დატვირთულობა დიდ ბრენდულ სასტუმროებში წლიურად 4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 58% შეადგინა. ამის შესახებ TBC Capital-ის…
9 აგვისტოს საქართველოს აეროპორტებში ერთ დღეში 306 ჩამოფრენა და გაფრენა დაფიქსირდა, რაც ახალი ისტორიული მაქსიმუმია. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპის საჰაერო ნავიგაციის…
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენცია გაიმართა. ინფორმაციას…