რამდენი მილიონის შემოსავალი აქვს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ თბოსადგურებს

რამდენი მილიონის შემოსავალი აქვს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ თბოსადგურებს

სახელმწიფოს კუთვნილმა თბოსადგურებმა, გარდაბანი 1-მა და გარდაბანი 2-მა 2023 წლის ფინანსური ანგარიშები გამოაქვეყნეს. აღნიშნულმა სადგურებმა გასულ წელს 2.4 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც ქვეყნის მთლიანი მოხმარების 16%-ს შეადგენდა, ამ მაჩვენებლით სადგურების ჯამური შემოსავალი 324 მილიონ ლარს შეადგენდა.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2023 წელს ამ სადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა 4%-ით გაიზარდა, თუმცა ტარიფების ცვლილების გამო, მათი ჯამური შემოსავალი 11%-ით, ხოლო წმინდა მოგება 32%-ით, 91 მილიონ ლარამდე შემცირდა.

გარდაბანი 1-ის თბოსადგური 2015 წელს გაიხსნა და მისი დადგმული სიმძლავრე 230 მეგავატ საათს შეადგენს. თბოსადგურის აშენებისთვის საპარტნიორო ფონდმა და ნავთობისა და გაზის კორპორაციამ 230 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელეს და ის თურქულმა ენერგეტიკულმა კომპანია ჩალიკ ენერჯიმ ააშენა. ობიექტი აღჭურვილია General Electric-ის ორი 75-მეგავატიანი ტურბინითა და Doosan Skoda-ს 80-მეგავატიანი ორთქლის ტურბინით.

გარდაბანი 2-ის თბოსადგური კი 2020 წელს გაიხსნა, მისი სამშენებლო კონტრაქტორი ჩინური China Tianchen Engineering Corporation (TCC) იყო და ის 185 მილიონი დოლარი დაჯდა. სადგურის სიმძლავრე ასევე 230 მეგავატ საათია და ის General Electric-ის ტურბინებით არის აჭღურვილი.

თბოსადგურების მთავარი ხარჯი ბუნებრივი აირის შეძენაა, 2023 წელს შეძენილი გაზის საფასურმა 148.5 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით 16%-ით ნაკლები იყო.

თბოსადგურების დატვირთვა მაღალია ზამთრის სეზონზე, როდესაც ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავება შემცირებულია.

საქართველოს მთავრობა არსებული თბოსადგურების მიმდებარედ 350-430 მეგავატის სიმძლავრის ახალი სადგურის მშენებლობას გეგმავს. თავდაპირველად პროექტის ინვესტორად ნავთობისა და გაზის კორპორაცია განისაზღვრა, თუმცა, გასულ წელს შეიცვალა პროექტის განვითარების სტრატეგია და განისაზღვრა, რომ ის კერძო ინვესტორს უნდა აეშენბინა, რისთვისაც სპეციალური კონკურსი გამოცხადდა. კონკურსის დასრულების ვადა ოთხჯერ გადაიწია და ის მიმდინარე წლის თებერვალში დასრულდა. „ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ ინფორმაციით, ტენდერში მონაწილე 2 პრეტენდენტის წარდგენილი წინადადებები ტექნიკური დოკუმენტაციით გათვალისწინებულ პირობებს არ შეესაბამებოდა. შედეგად, კორპორაციის მიერ გამოცხადებული წინადადებებზე მოწვევის პროცედურა შეწყდა.

გარდაბანში 350-430 მგვტ. სიმძლავრის ბუნებრივ გაზზე მომუშავე კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობის პირობით, პროექტში წილის 100%-ის გასხვისების მიზნით, გამოცხადებული ტენდერი ჯერ კიდევ 2023 წლის 30 ივნისს გამოცხადდა. ტენდერის დასრულების ვადა რამდენჯერმე გადავადდა და საბოლოოდ, მიმდინარე წლის 29 თებერვალს დასრულდა.

გარდაბნის თბოსადგური 3-ის ასაშენებლად ტენდერი პირველად 2020 წელს გამოცხადდა. მაშინ 272-მეგავატიანი სადგურის მშენებლობისთვის საუკეთესო პრეტენდენტად თურქული “ჩალიკ ენერჯი” დასახელდა, რომელიც პროექტს $174.8 მილიონ დოლარად ააშენებდა. თუმცა, 2021 წლის გაზაფხულზე, კორპორაციამ განაცხადა, რომ “ჩალიკ ენერჯისთან” კონტრაქტი აღარ გაფორმდებოდა.

მსგავსი სიახლეები

ვეყანაში ცხოვრების დონე ყოველწლიურად უმჯობესდება – ირაკლი კობახიძე

ვეყანაში ცხოვრების დონე ყოველწლიურად უმჯობესდება – ირაკლი კობახიძე

ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენ ქვეყანას აღვუდგინოთ ტრადიციული ფუნქცია, დამაკავშირებელი ფუნქცია, ეს არის დაკავშირება დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, ევროპასა და აზიას შორის,…
რუსეთიდან ბენზინის ექსპორტის აკრძალვა აგვისტოდან განახლდება

რუსეთიდან ბენზინის ექსპორტის აკრძალვა აგვისტოდან განახლდება

რუსეთის მთავრობა ბენზინის ექსპორტის აკრძალვას აგვისტოდან გააახლებს. რუსეთის ვიცე-პრემიერის განცხადებით, ენერგეტიკის სამინისტრომ ითხოვა, აკრძალვა სექტემბერ-ოქტომბრამდე გაგრძელდეს. ცნობისთვის, ბენზინის ექსპორტის აკრძალვა რუსეთმა…
საიდან შემოდის ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილები საქართველოში? – TOP-5

საიდან შემოდის ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილები საქართველოში? – TOP-5

2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 1.2 მლნ აშშ დოლარის ავტომობილები იყიდა. საქართველოდან კი 933.9 მლნ აშშ დოლარის ავტომობილები გადაყიდა. თითქმის უცვლელია ავტომობილების იმპორტიორი…