რამ განაპირობა ეკონომიკის 7.5%-იანი ზრდა ივნისში და რომელი დარგები გაიზარდა/შემცირდა?

რამ განაპირობა ეკონომიკის 7.5%-იანი ზრდა ივნისში და რომელი დარგები გაიზარდა/შემცირდა?

საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის ივნისში საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა, შესაბამისად 6 თვის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 9%-ია.

ეკონომიკის ზრდაში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვანი წვლილი საფინანსო და სადაზღვევო სექტორმა, სამშენებლო და საინფორმაციო – საკომუნიკაციო სექტორმა, ასევე ტრანსპორტის და დასაწყობების სექტორმა შეიტანეს, კლების ტენდენცია კი დამმუშავებელი მრეწველობის სექტორში დაფიქსირდა.

ამასთან, 2024 წლის ივნისში საქონლის ექსპორტი გაზრდილია 6%-ით, ხოლო იმპორტის მოცულობა 10%-ით შემცირდა. ივნისში ქვეყანაში დაახლოებით 5 500-მდე ახალი საწარმო დარეგისტრირდა, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის რიცხვებს 18%-ით ჩამორჩება. კლება ძირითადად განაპირობა უცხოელი ინდმეწარმე რეგისტრაციის მაჩვენებლის შემცირებამ. ქვეყნების მიხედვით თუ განვიხილავთ კლება ძირითადად რუსეთზე მოდის. 11%-ით გაიზარდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებულ დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და 13 მილიარდ 470 მლნ ლარი შეადგინა.

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი განმარტავს, რამ განაპირობა ივნისში ეკონომიკის 7.5%-იანი ზრდა დარგობრივ ჭრილში:

საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სფეროში ზრდა ძირითადად განპირობებული იყო კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლის ზრდით;

მშენებლობის სექტორში ზრდა განაპირობა როგორც საცხოვრებელი, ასევე არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობამ, ასევე გაზრდილია სპეციალიზებული სამშენებლო საქმიანობის მაჩვენებლები. აქვე მოვიშველიებ საგარეო ვაჭრობის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც ივნისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაახლოებით 30%-ით არის გაზრდილი ცემენტის და კლინკერის იმპორტის მაჩვენებელი.

ინფორმაციისა და კომუნიკაციების სექტორში ზრდა დაკავშირებული იყო კომპიუტერული პროგრამების შემუშავებასთან, ასევე აღნიშნულ სექტორში საკონსულტაციო საქმიანობის მოცულობის გაფართოებასთან;

ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყოს საჰაერო ტრანსპორტის ფუნქციონირებასთან, თუმცა გაზრდილი სახმელეთო ტრანსპორტის მაჩვენებელი, ძირითადად სატრანსპორტო დამუშავების და დასაწყობების მიმართულებით;

კლების ტენდენცია გამოვლინდა დამმუშავებელი მრეწველობის სექტორში, ეს ძირითადად დაკავშირებული იყო მეტალურგიულ მრეწველობასთან – გარკვეულწილად შემცირებულია თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების მაჩვენებელი. თუმცა აღსანიშნავია, რომ ივნისში ფეროსილიკონმანგანუმი ექსპორტის მონაცემებით დაახლოებით 70%-ით არის გაზრდილი. ასევე წარმოების შემცირების ტენდენცია შეინიშნებოდა ტანსაცმლის მრეწველობაში”, – განმარტა თოდრაძემ.

მსგავსი სიახლეები

როგორ შეიცვალა ფქვილისა და ხორბლის იმპორტი, ფქვილზე იმპორტის გადასახადის დაწესებით?

როგორ შეიცვალა ფქვილისა და ხორბლის იმპორტი, ფქვილზე იმპორტის გადასახადის…

წელს, იანვარ-მარტში საქართველომ 15.5 მლნ აშშ დოლარის 63,326 ტონა ხორბალი და მესლინი შეიძინა, რაც გასული წლის საანგარიშო პერიოდზე თანხაში 2.6%-ით მეტია, რაოდენობაში…
ქართულ ბანკებში არსებული დეპოზიტები $58 მილიარდამდე გაიზარდა

ქართულ ბანკებში არსებული დეპოზიტები $58 მილიარდამდე გაიზარდა

კომერციული ბანკების ფინანსური ანგარიშგებების თანახმად, მარტში დეპოზიტების მოცულობა 0.81%-ით, ანუ 468 მილიონი ლარით გაიზარდა და მან 58.47 მილიარდ ლარს მიაღწია. 2024…
I კვარტალში ავტომობილების იმპორტ-ექსპორტი გაიზარდა – სად ვიყიდით/ვყიდულობთ?

I კვარტალში ავტომობილების იმპორტ-ექსპორტი გაიზარდა – სად ვიყიდით/ვყიდულობთ?

იანვარ-მარტში საქართველოში ავტომობილების იმპორტი მცირედით გაიზარდა, თუმცა მსუბუქი ავტომობილები ქვეყნის სავაჭრო ბრუნვაში უმსხვილესი საქონლის რეიტინგებში, როგორც იმპორტის ასევე ექსპორტის მხრივ პირველ…