რატომ გაიზარდა ოქროს ფასი რეკორდულად?

რატომ გაიზარდა ოქროს ფასი რეკორდულად?

მიმდინარე კვირას საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა. უნცია მეტალის ღირებულებამ 2,955 დოლარს მიაღწია, რაც ერთწლიან პერიოდში 45%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ბოლო პერიოდის განმავლობაში ოქროს გაძვირება კავშირშია გეოპოლიტიკური რისკების ზრდასთან და მიმდინარე კონფლიქტების ესკალაციასთან. მართალია, ასეთი მოცემულობა ინვესტორებისთვის არახელსაყრელია, თუმცა ოქროს ღირებულება სწორედ ასეთი რისკების დაგროვების ფონზე იზრდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აშშ-ის მხრიდან ტარიფების დაწესება და “სავაჭრო ომის” გაჩაღება, რაც ეკონომიკური რისკების დაგროვებას იწვევს.

გარდა ამისა, მიმდინარე კვირას აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის საუდის არაბეთში შეხვედრა შედგა ომის დამთავრებასთან დაკავშირებით, თუმცა როგორც ჩანს, ზემოხსენებული საუბარი ოქროს ინვესტორებს იმედის მომცემად არ მიუღიათ და მათ ეჭვი აქვთ, რომ ომი კიდევ გაგრძელდება. ამ ეჭვს ის მოცემულობა ამყარებს, რომ პირველი მოლაპარაკების შედეგით ყველაზე დიდ კმაყოფილებას ვლადიმირ პუტინი გამოხატავს, ხოლო ვოლოდიმირ ზელენსკის ტრამპი დიქტატორს და მანიპულატორს უწოდებს.

როგორც წესი, ინვესტორები ოქროს პორტფელის დივერსიფიკაციის და გლობალური კრიზისებისგან თავის დაზღვევის მიზნით ყიდულობენ. გარდა ამისა, ოქროს უმსხვილეს შემსყიდველთა შორის არიან ცენტრალური ბანკები და გლობალური საფინანსო ინსტიტუტები, რომელთაც ოქრო რეზერვების შესავსებად სჭირდებათ.

მსგავსი სიახლეები

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი თბილისში მომდევნო კვირას იქნება – მინისტრი

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი თბილისში მომდევნო კვირას იქნება…

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი “ჯივინოსტატი” საქართველოში მომდევნო კვირის დასაწყისში შემოვა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის განმარტებით,…
რესტორანში ხინკალი 10%-ით გაძვირდა – საქსტატი

რესტორანში ხინკალი 10%-ით გაძვირდა – საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, გაძვირების ტენდენცია აგვისტოშიც გაგრძელდა და რესტორანში სადილის საშუალო ფასი წლიურად 12%-ით გაიზარდა. 2026 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში…
აგვისტოში საქართველოში ინფლაცია 5.6%-მდე გაიზარდა – საქსტატი

აგვისტოში საქართველოში ინფლაცია 5.6%-მდე გაიზარდა – საქსტატი

საქსტატის თანახმად, 2026 წლის აგვისტოში საქართველოში წლიური ინფლაცია 5.6%-მდე გაიზარდა, ეს წინა თვესთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით მეტია და ეროვნული ბანკის…