რა გავლენა ექნება ჩინურ ავტო ინდუსტრიაზე აშშ-სა და ევროკავშირის მიერ დაწესებულ საიმპორტო ტარიფებს?

რა გავლენა ექნება ჩინურ ავტო ინდუსტრიაზე აშშ-სა და ევროკავშირის მიერ დაწესებულ საიმპორტო ტარიფებს?

აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ჩინურ ავტომობილებზე დაწესებულმა ტარიფებმა, შესაძლოა, დიდი ზეგავლენა მოახდინოს ჩინური ავტომობილების ინდუსტრიაზე. ეს ტარიფები მიმართულია არასამართლიანი კონკურენციისა და სუბსიდიების პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებსაც ჩინელი ავტომწარმოებლები იღებენ თავიანთი მთავრობისგან, რაც დასავლეთის ოფიციალური პირების აზრით, ჩინურ კომპანიებს უპირატესობას ანიჭებს გლობალურ ბაზრებზე.

აშშ-სა და ევროკავშირის ტარიფები, სავარაუდოდ ,საგრძნობლად გაზრდის ჩინური ავტომობილების ფასს ბაზარზე, რაც გამოიწვევს ჩინელი მწარმოებელის კონკურენტუნარიანობის შემცირებას აშშ-სა და ევროკავშირის ადგლობრივ მწარმობელთან, ისევე როგორც სხვა საერთაშორისო კონკურენტებტან, რომლებიც არ ექვემდებარებიან მსგავს ტარიფებს. ეს გამოიწვევს ჩინური ავტომანქანების ექსპორტის შემცირებას ზემოთ ხსენებულ ბაზრებზე.

შეერთებული შტატებში ჩინურ ავტომანქანების წარმოებოას მინიმალური ბაზრის წილი გააჩნიათ სხვა კონკურენტი ქვეყნებისგან განსხვავებით, როგორიცაა მექსიკა, იპონია, კანადა, სამხრეთ კორეა და გერმანია, აქედან გამომდინარე ევროპის ბაზარი წარმოადგენს სტრატეგიულ მნიშვნელობას ჩინელი მწარმოებლებისთვის, განსაკუთრებით ელექტრო და ჰიბრიდული მანქანების განხრით.

ბოლო 4 წლის ევროპაში განმალობაში საგრძნობლად გაიზარდა ჩინელი მწარმოებლების ბაზრის წილი და 2019 წლის 0.5%-დან 2023 წლის მე-4 კვარტალში 9.3%-ს მიაღწია. ეს ყველაფერი უკავშირდება კოლოსალურ ზრდას ჩინური ავტოინდუსტრიისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ მხოლოდ 2023 წელს 34.1 მილიადრი დოლარის ღირებულების ავტომობილიბის ექსპოტი განხორციელდა ევროპაში. მაგრამ ეს ყველაფერი შეიცვალა ტარიფების დაწესების შემდეგ, რაც მოიცავს გაზრდილ გადასახადებს ჩინური ავტო წარმოებლებისთვის ევროკავშირის ბაზარზე შესასვლელად.

მაისში ელექტრომობილების იმპორტი უკვე დაეცა 4%-ით წინა წლის ანალოგიურ პერიდთან შედარებით, ასევე მოხდა 18.8%-ით შემცირება ამავე წლის აპრილის თვიდან CPCA (China Passenger Car Association)-ის თანახმად , რაც დიდ ზარალს მოუტანს ჩინურ წარმოებას.

სტატისტიკიდან გამომდინარე მოსალოდნელია, რომ დაწესებული ტარიფები მოახდენენ დიდ ზეწოლას ჩინურ ეკონომიკაზე, რადგან მწარმოებლებს პროდუქტის უფრო დიდი მარაგი ექნებათ ვიდრე ბაზარზე იქნება მოთხოვნა. შესაძლოა რომ კომპანიები მოექცნენ დიდი ფინანსური ზეწოლის ქვეშ, რაც განაპირობებს სამუშაო ადგილების შემცირებას,ეს კი ხელს შეუშლის ინდუსტრიის ზრდას და შეანელებს ამ სფეროში განვითარებას. CPCA-ის გენერალური დირექტორის, ქუი დონგშუს თანახმად მაისში მანქანების შიდა ბაზარზე გაყიდვა შემცირდა 2.2%-ით, აპრილში 5.8%-იანი კლების შემდეგ, რაც სუსტი მოთხოვნის ტენდენციის გაზრდის ნიშანია ქვეყანაში დაძაბული ეკონომიკის ფონზე.

რა თქმა უნდა ამ ყველაფერს მოჰყვება ჩინელი მწარმობელის პასუხი, რაც შესაძლოა გულისხმობდეს რამოდენიმე სტრატეგიულ ცვლილებას. ეს შესაძლოა მოიცავდეს ბაზრის დივერსიფიკაციას და გაზარდილ ექსპორტს სხვა საერთაშორისო ბაზრებე, როგრიცაა სამხრე-აღმოსავლეთ აზია, აფრიკა, ავსტრალია და სამხრეთ ამერიკა, ქვეყნები რომლებსაც არ გააჩნიათ ფართო შიდა საავტომობილ ბაზარი.

დაწესებულმა ტარიფებმა შესაძლოა გაზარდოს ჩინელი მწარმოებლების კონცენტრაცია შიდა ბაზარზე მთავრობის სუბსიდიიების ხელშეწყობით, რაც იქნება მცდელობა იმისა, რომ დააკომპენსირონ საერთაშორისო გაყიდვების შემცირება.

ჩინეთის მთავრობა უკვე იღებს გარკვიულ ზომებს ამ ტარიფების მიმართ და იღებს ზომებს როგორიცაა გაზრდილი სუბსიდიები, საგადასახადო შეღავათები და სხვა სახის ფინასური დახმარებებს, რათა ჩინელმა მწარმოებლებმა შეძლონ ტარიფების მიერ გამოწვეული შედეგების გადალახვა.

იმისდა მიუხედავად, რომ აშშ-სა და ევროკავშირის მიერ დაწესებული ტარიფები, წარმოადგენენ დიდ გამოწვევას ჩინური ავტოინდუსტრიისთვის, მათ შესაძლოა ასევე გაოიწვიონ სტრატეგიული ცვლილებები და ინოვაციები ავტო-წარმოების სფეროში.

 

bm.ge

მსგავსი სიახლეები

მაკა ბოჭორიშვილი კალიფორნიის ვიცე-გუბერნატორს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი კალიფორნიის ვიცე-გუბერნატორს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა სან-ფრანცისკოში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა კალიფორნიის გუბერნატორის მოადგილესთან, ელენი კუნალაკისთან. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო…
განათლების სამინისტრომ სკოლებში მობილური ტელეფონებისა და სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების ზოგადი წესი დაამტკიცა

განათლების სამინისტრომ სკოლებში მობილური ტელეფონებისა და სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო…

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ სკოლებში ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების ზოგადი წესი დაამტკიცა. სკოლაში ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების ზოგადი წესი ადგენს…
ალექსანდრე ხვთისიაშვილი ჩინეთის ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა

ალექსანდრე ხვთისიაშვილი ჩინეთის ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით,…