რა იცვლება „წიაღის შესახებ“ კანონში? – კანონპროექტს დარგობრივმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა

რა იცვლება „წიაღის შესახებ“ კანონში? – კანონპროექტს დარგობრივმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა

„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის. შესაბამისი კანონპროექტის დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა მხარი დაუჭირა.

პროექტის თანახმად, კანონში განხორციელდება ტექნიკური ხასიათის ცვლილება, რომლის მიხედვითაც კანონიდან ამოვა ლიცენზიის ფორმის დამტკიცების თაობაზე არსებული ჩანაწერი.

მომხსენებლის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის, ნინო ენუქიძის განცხადებით, კანონპროექტით ხდება საკანონმდებლო ხარვეზის აღმოფხვრა. მისივე განმარტებით, სალიცენზიო მოწმობის ფორმის დამტკიცების საკითხი დარეგულირებულია “წიაღის შესახებ’’ კანონით. ასევე, დღესდღეობით ლიცენზირების პროცესი სრულად ელექტრონულად ხორციელდება და მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით წარიმართება, რის გამოც აღარ იარსებებს სალიცენზიო მოწმობის ფორმის მატერიალურად დამტკიცების საჭიროება.

ნინო ენუქიძემ კომიტეტს განსახილველად ასევე წარუდგინა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტი.

კანონპროექტის მიღებით შეიქმნება სამართლებრივი მექანიზმი იმისათვის, რომ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მიღებით დაინტერესებულმა პირებმა ლიცენზია უფრო მოკლე ვადაში (მინიმუმ 10 დღეში) მიიღონ, ვიდრე ეს მოქმედი რეგულაციებით არის შესაძლებელი. აღნიშნული ცვლილება უზრუნველყოფს არამიზნობრივი დროის ოპტიმიზაციას.

პროექტის თანახმად, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის თაობაზე აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაცია, აუქციონის გამართვამდე, შესაბამის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

მომხსენებლის თქმით, კანონპროექტს ასევე ახლავს რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში, რომელშიც დეტალურად არის ასახული კანონპროექტის მიღების მოსალოდნელი შედეგები.

მსგავსი სიახლეები

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

14 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.635 ლარი გახდა.…
Starbucks-ის და Alshaya Group-ის შემოსვლა საქართველოში ნდობის გამოცხადებაა იმ საინვესტიციო და ბიზნესგარემოს მიმართ, რომელსაც მთავრობა უზრუნველყოფს –  ირაკლი ნადარეიშვილი

Starbucks-ის და Alshaya Group-ის შემოსვლა საქართველოში ნდობის გამოცხადებაა იმ…

Starbucks-ის და Alshaya Group-ის შემოსვლა საქართველოში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნდობის გამოცხადებაა ჩვენი ქვეყნის, ქართული ეკონომიკის მიმართ – იმ ეკონომიკური განვითარების და…
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ არქიტექტურის სამსახურის მიერ ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟზე ნებართვა გაცემულია

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ არქიტექტურის სამსახურის მიერ ე.წ. რიყის…

თბილისის მერია რიყის ტერიტორიაზე ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. მერიაში აცხადებენ, რომ შპს „რიყე დომ“-ის საკუთრების მიწის ნაკვეთზე არსებული…