რა მოცულობის გრანტებს ელოდება მთავრობა 2026 წელს?

რა მოცულობის გრანტებს ელოდება მთავრობა 2026 წელს?

“ქართული ოცნების” მთავრობამ პარლამენტში 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია წარუდგინა. მომდევნო წელს მთავრობის ასიგნებების მოცულობა 2.5 მილიარდი ლარით გაიზრდება და რეკორდულ 30.5 მილიარდ ლარს მიაღწევს.

2026 წლის პროექტის მიხედვით, ჯამური გრანტების მოცულობა წლევანდელ გეგმასთან შედარებით 9.5%-ით 219 მლნ ლარამდე იზრდება. პროექტის პირველადი ვერსიის მიხედვით, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტების მოცულობა 52 მლნ ლარამდე იზრდება (2025 წლის გეგმა 37,484.0 ლარია). მთავრობა ელოდება, რომ მომავალ წელს უცხო სახელმწიფოთა მთავრობებიდან მიღებული გრანტების მოცულობა 25.2 მლნ ლარამდე გაიზრდება, აქ მთავარი დონორი გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკია (KFW). 1.8 მლნ ლარს მიიღებს ქვეყანა უცხოეთის იურიდიული პირებიდან, ხოლო 140 მლნ ლარს სსიპ-ებიდან და (ა)იპ-ებიდან. ჯამში მთავრობა უცხოური გრანტების სახით დაახლოებით 79 მლნ ლარს ელოდება.

რაც შეეხება ბიუჯეტის სხვა მაჩვენებლებს, სამინისტროებს შორის ყველაზე მეტად – 800 მილიონი ლარით იზრდება ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი და ის 9.6 მილიარდ ლარს მიაღწევს. ამ სამინისტროს დაფინანსების მატება ძირითადად მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის გაზრდილ ბიუჯეტს უკავშირდება. კერძოდ, ინდექსაციის წესის შესაბამისად 70 წელზე ზემოთ პირთა პენსიები 45 ლარით 495 ლარამდე იზრდება, 70 წელს ქვემოთ მყოფთა პენსია კი 20 ლარით მოიმატებს და 370 ლარი გახდება.

მეორე ყველაზე მსხვილი ბიუჯეტის მქონე სამინისტრო ინფრასტრუქტურის სამინისტრო იქნება, რომლის ბიუჯეტიც 3.1 მილიარდი ლარით განისაზღვრება. ეს თანხა წლიურად 28 მილიონი ლარით არის შემცირებული. მესამე ადგილზე კი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროა 2.6 მილიარდი ლარის დაფინანსებით, რაც წლიურად 470 მილიონი ლარით არის შემცირებული.

თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება 1.8 მილიარდი ლარი იქნება (ზრდა 70 მლნ ლარი), შსს-ს ბიუჯეტი კი 78 მილიონი ლარით გაიზრდება და 1.47 მილიარდ ლარს მიაღწევს. ეკონომიკის სამინისტროს დაფინანსება კი 195 მილიონი ლარით გაიზრდება და 1.14 მილიარდი ლარი გახდება.

მსგავსი სიახლეები

საქართველოს საერთაშორისო რეზერვებში ოქროს ღირებულება $1.1 მილიარდამდე გაიზარდა | სებ

საქართველოს საერთაშორისო რეზერვებში ოქროს ღირებულება $1.1 მილიარდამდე გაიზარდა |…

2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით, ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება წინა თვესთან შედარებით 135 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 1.149.2…
თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება/მშენებლობა იწყება – EYE-სთან ხელშეკრულება გაფორმდა

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება/მშენებლობა იწყება – EYE-სთან ხელშეკრულება გაფორმდა

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობას თურქული ერთობლივი კომპანია EYE განახორციელებს. თბილისი სატრანსპორტო კომპანიასა და და ტენდერში გამარჯვებულ თურქულ ერთობლივ საწარმო EYE-ს (Emre…
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

7 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6128 ლარი გახდა.…