რა რისკებს ქმნის NGO-ების ბიუჯეტიდან დაფინანსება – გიორგი ხიშტოვანის შეფასება

რა რისკებს ქმნის NGO-ების ბიუჯეტიდან დაფინანსება – გიორგი ხიშტოვანის შეფასება

მთავრობა ახალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო ქმნის. სსიპ-ის მიზანი იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაა, რომელთა “საქმიანობის მიმართულებები თანხვედრაში იქნება ქვეყნის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებთან”.

როგორც BMG-ის PMC კვლევითი ცენტრის დირექტორმა განუცხადა, ამ ინიციატივას რამდენიმე ნეგატიური მხარე აქვს. გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბიუჯეტიდან დაფინანსებულმა NGO-ებმა მთავრობის საქმიანობა ობიექტურად შეაფასონ.

„თუ სახელმწიფო დააფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, მის ინტერესში იქნება, რომ ეს იყოს ლოიალური, სახელმწიფო პოლიტიკის მხარდამჭერი ორგანიზაციები. აქ გვაქვს ობიექტურობის და შესაბამისად კეთილსინდისიერად მუშაობის არ ქონის რისკი. იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში, საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციები დაკავებულები იყვნენ ე.წ watch dog საქმიანობით, ანუ აკვირდებოდნენ და აფასებდნენ მთავრობის დანახარჯებს, პოლიტიკის ეფექტიანობას, ასევე ითხოვდნენ მთავრობის უფრო მაღალ ანგარიშვალდებულებას. დღეს მე ნაკლებად წარმომიდგენია, თუ ფუნქციურად ასეთი ტიპის ორგანიზაცია მთავრობიდან მიიღებს დაფინანსებას, მას ჰქონდეს თავისუფლება, მთავრობის ღიაობა, ანგარიშვალდებულების ხარისხი, ეფექტიანობა კრიტიკულად შეაფასოს. ამიტომაც არსებობს რისკი, რომ მივიღოთ ორგანიზაციები, რომლებიც გამოყენებულები იქნებიან როგორც მთავრობის ნებისმიერი საქმიანობის პოზიტიურად შემფასებლები“, – განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.

ამასთან, PMC კვლევითი ცენტრის დირექტორის შეფასებით, უარყოფითი ტენდენციაა, როდესაც ნებისმიერი ახალი ფუნქციის თუ ინიციატივის შესასრულებლად მთავრობა ახალ სააგენტოებს ქმნის, რაც დამატებით ხარჯებს უკავშირდება.

„მეორე საკითხია დანახარჯები. ვიცით, რომ თუ არსებული პოლიტიკური კრიზისი ეკონომიკურში გადაიზარდა, ბიუჯეტში ნაკლები შემოსავლები გვექნება. ამ დროს ახალი სააგენტოების შექმნა, თუნდაც მცირე ზომის დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. ზოგადად, ეს ტენდენცია, რომ ახალი ფუნქციის გამოგონების შემთხვევაში, საქართველოში ახალი უწყებები იქმნება, ძირითადად სსიპ-ების სახით, არ მგონია, რომ სწორი ტენდენციაა“, – განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.

ბიემჯი

მსგავსი სიახლეები

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი თბილისში მომდევნო კვირას იქნება – მინისტრი

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი თბილისში მომდევნო კვირას იქნება…

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი “ჯივინოსტატი” საქართველოში მომდევნო კვირის დასაწყისში შემოვა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის განმარტებით,…
რესტორანში ხინკალი 10%-ით გაძვირდა – საქსტატი

რესტორანში ხინკალი 10%-ით გაძვირდა – საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, გაძვირების ტენდენცია აგვისტოშიც გაგრძელდა და რესტორანში სადილის საშუალო ფასი წლიურად 12%-ით გაიზარდა. 2026 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში…
აგვისტოში საქართველოში ინფლაცია 5.6%-მდე გაიზარდა – საქსტატი

აგვისტოში საქართველოში ინფლაცია 5.6%-მდე გაიზარდა – საქსტატი

საქსტატის თანახმად, 2026 წლის აგვისტოში საქართველოში წლიური ინფლაცია 5.6%-მდე გაიზარდა, ეს წინა თვესთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით მეტია და ეროვნული ბანკის…