თბილისში 876 მილიონი ლარის ღირებულების სტადიონის ტენდერის გამოცხადების პარალელურად, მუნიციპალური განვითარების ფონდმა რეგიონებში UEFA-ს მეორე და მესამე კატეგორიის სტადიონების მშენებლობის ტენდერები გამოაცხადა. პროექტის თანახმად, სტადიონები ხელოვნურ საფარიანი იქნება და მათი მშენებლობა კონტრაქტის გაფორმებიდან 12 თვეში უნდა დასრულდეს.
გამოცხადებული ტენდერები შემდეგ ლოკაციებს მოიცავს:
ახალციხე, ადიგენი, ახალქალაქი – 15.7 მლნ ₾;
წალკა, ბოლნისი – 10.4 მლნ ₾;
ბაღდათი, თერჯოლა, ქუთაისი – 15.5 მლნ ₾;
წყალტუბო, იანეთი, ხონი – 15.5 მლნ ₾;
ხაბუმე, აბაშა, სერგიეთი – 15.6 მლნ ₾;
გორი (ორი ლოკაცია) და მეჯვრისხევი – 15.0 მლნ ₾;
გურჯაანი, წნორი – 10.3 მლნ ₾;
ყვარელი, თელავი, ახმეტა – 15.5 მლნ ₾.
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო კონკურსები
მუნიციპალური განვითარების ფონდმა ასევე გამოაცხადა რიგი კონკურსები, რომლებიც ითვალისწინებს სტადიონების საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას. მათი ღირებულება 1.1–1.5 მილიონ ლარს შორისაა, ხოლო შესრულების ვადა – 8 თვე.
კონკურსები მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
ბოლნისი – უეფას III კატეგორიის ახალი სტადიონის პროექტირება;
საჩხერე – არსებული სტადიონის რეკონსტრუქციის პროექტირება უეფას II კატეგორიის სტანდარტებით;
ტყიბული – ამორტიზებული სტადიონის დემონტაჟი და ახალი, უეფას III კატეგორიის სტადიონის პროექტირება;
თელავი – არსებული სტადიონის დემონტაჟი და უეფას III კატეგორიის ახალი სტადიონის საპროექტო დოკუმენტაცია;
ლანჩხუთი – ამორტიზებული სტადიონის დემონტაჟი და ახალი, უეფას II კატეგორიის სტადიონის პროექტირება.
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის ინიციატივით, საქართველო მსოფლიოს პირველ ქვეყნებს უერთდება, სადაც AI სასკოლო პროგრამის ნაწილია. წელს AI წიგნიერების სასკოლო პროექტი საპილოტე…
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კრიპტოკომპანია „ბიტექსჩეინჯი“ 572 118 000 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ “ბიზნესპრესნიუსი” ეროვნულ ბანკზე დაყრდნობით წერს. სებ-ის განცხადებაში განმარტებულია პროვაიდერის…
8 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6019 ლარი გახდა.…