ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით რესპუბლიკური საავადმყოფოს პროექტის საორიენტაციო ბიუჯეტი 160 მილიონი ლარია. მან ამის შესახებ რეაბილიტაციის გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, ყველა სახის სამუშაოების დასრულებას 4 წელი დასჭირდება, რეაბილიტაციის შემდეგ კი, კლინიკა მინიმუმ 700 საწოლზე იქნება გათვლილი და პაციენტები ყველაზე თანამედროვე სერვისების მიღებას შეძლებენ.
„ჩვენი გამოთვლებით, საორიენტაციო ბიუჯეტი პროექტის განსახორციელებლად, ყველა იმ საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, რაც მათ შორის საერთაშორისო ექსპერტებისგან არის რეკომენდებული, 160 მილიონი ლარი იქნება, რომელსაც დავხარჯავთ და რომლის შედეგადაც პრაქტიკულად ყველა გამოწვევა იქნება დაძლეული ამ მიმართულებით. მინდა აღვნიშნო, რომ სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების პარალელურად, დაწესებულება ფუნქციონირებას არ შეწყვეტს“,- აღნიშნა მინისტრმა.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის 22 იანვარს მაშინდელმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ იგეგმება რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟი და მის ბაზაზე ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს აშენება. თებერვალში უკვე ახალი პრემიერის, ირაკლი კობახიძის ინიციატივით ირაკლი ღარიბაშვილის დემონტაჟის გადაწყვეტილება შეჩერდა. კობახიძის გადაწყვეტილებით დაანონსდა, რომ კლინიკა ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებდა, პარალელურად კი კლინიკის უკანა ეზოში ახალი საავადმყოფოს პროექტის განხორციელება დაიწყებოდა.
ტენდერებში მონაწილეობის საკითხს მხოლოდ კანონმდებლობა წყვეტს და არა რომელიმე ჩინოვნიკი. თუ კანონმდებლობით კონკრეტულ კომპანიას ტენდერში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა შეზღუდული, მას…
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას შეხვედრასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას…
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, 17 მაისს რუსთაველის გამზირიდან სამების საკათედრო ტაძრამდე მსვლელობა გაიმართება, რის გამოც დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება.…