რთველი 2025-ისთვის მოსავლის მართვის კომპანია დამატებით ₾100 მლნ-ს ითხოვს – შესყიდვის დეტალები

რთველი 2025-ისთვის მოსავლის მართვის კომპანია დამატებით ₾100 მლნ-ს ითხოვს – შესყიდვის დეტალები

მოსავლის მართვის კომპანია რთველთან დაკავშირებით 100 მლნ ლარის გამარტივებულ შესყიდვაზე ნებართვას ითხოვს.

შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ როგორც წინა წელს, ასევე მიმდინარე წელსაც შეუძლებელია წინასწარ განისაზღვროს, რა რაოდენობის ყურძენი დარჩება ბაზარზე კერძო კომპანიების მიერ შეუსყიდავი.

სახელმწიფო კომპანია აცხადებს, რომ მოცემული ღონისძიების ფარგლებში მთავარი შესყიდვის ობიექტი არის ყურძენი და შესყიდული ყურძნის რაოდენობაზეა დამოკიდებული ასევე მისი გადამუშავებისთვის საჭირო ტარის, დამხმარე მასალების, ტექნიკური აღჭურვის და სათადარიგო ნაწილების, ასევე მომსახურებების (ყურძნის გადამუშავების მომსახურება, მიღებული სითხეების შენახვის და ტრანსპორტირების მომსახურება, სპირტად გამოხდისათვის საჭირო მანქანა-დანდაგრების ქირავნობის და საბანკო მომსახურების) შესყიდვების რაოდენობებისა და მოცულობების განსაზღვრა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე რთველის შეუფერხებლად ჩასატარებლად სავარაუდოდ, საჭიროა დამატებით ასი მილიონი ლარი.

“ის გარემოება, რომ სახელმწიფო ყოველწლიურად ცდილობს ყურძნის რეალიზაციის ხელშეწყობას ახალი არ არის და წინა წლების პრაქტიკის გათვალისწინებით ღონისძიების შესაძლო სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა წელსაც მოსალოდნელი იყო, მაგრამ როგორც წინა წლებში, ასევე მიმდინარე წელსაც შეუძლებელია ყურძნის საერთო საპროგნოზო მოსავლის რაოდენობიდან, წინასწარ განისაზღვროს რა რაოდენობის ყურძენი დარჩება ბაზარზე კერძო კომპანიების მიერ შეუსყიდავი”, – წერია სააგენტოზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

მოსავლის მართვის კომპანიაში ასევე განმარტავენ გამარტივებული შესყიდვის აუცილებლობას და აცხადებენ, რომ ტენდერის ჩატარება შემდეგი მიზეზებით შეაფერხებს პროცესს:

  • ყურძნის შესყიდვის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაციის მიმწოდებელები უნდა იყვნენ მევენახეები, რომლებსაც დარჩათ გაუყიდავი ყურძენი და ობიექტური მიზეზების გამო ყველა ვერ შეძლებს შესყიდვების ელექტრონულ სისტემით სატენდერო პროცედურებში მონაწილეობას.
  • შპს ,,მოსავლის მართვის კომპანიის’’ მიერ შესყიდული ყურძნის გადამუშავებისათვის საჭირო ტარის, დამხმარე მასალების, ტექნიკური აღჭურვის, სათადარიგო ნაწილების, მომსახურების (ყურძნის გადამუშავების მომსახურება, მიღებული სითხეების ტრანსპორტირების მომსახურება, სპირტად გამოხდისათვის საჭირო მანქანა-დანადგარების ქირავნობა და საბანკო მომსახურება) რაოდენობის განსაზღვრა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დამოკიდებულია შესყიდული ყურძნის რაოდენობაზე, რომელიც ასევე წინასწარ გაუთვალისწინებელ ხასიათს ატარებს.
  • მომსახურების (ყურძნის გადამუშავების, მიღებული სითხეების შენახვის და ტრანსპორტირების მომსახურება და სპირტად გამოხდისათვის საჭირო მანქანა-დანადგარების ქირავნობა ) უზრუნველყოფა შპს ,,მოსავლის მართვის კომპანიას’’ ყურძნის შეუფერხებლად მიღება-გადამუშავებისთვის ესაჭიროება კახეთის 8 რაიონში,რაჭა-ლეჩხუმის და აჭარის რეგიონებში განაწილებული 30-35 ქარხნის დაქირავება, რომელთა სხვა ალტერნატიული ვარიანტი რაიონებში არ არსებობს.

აღსანიშნავია, რომ რთველთან დაკავშირებით მოსავლის მართვის კომპანიას უკვე მიღებული აქვს 50 მლნ ლარის გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობა. ეს ნიშნავს, რომ წელს რთვლის სუბსიდირებაზე შესაძლოა 150 მლნ ლარამდე დაიხარჯოს.

მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძის განცხადებით, უნივერსიტეტების რეფორმის ფარგლებში, თსუ-ს პირველ და მეორე კორპუსებს ცვლილებები არ შეეხება

ირაკლი კობახიძის განცხადებით, უნივერსიტეტების რეფორმის ფარგლებში, თსუ-ს პირველ და…

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, უნივერსიტეტების რეფორმის ფარგლებში, ის შენობები, რომლებსაც სასწავლებლებისთვის „განმსაზღვრელი მნიშვნელობა“ აქვთ, აკადემიური დატვირთვით შენარჩუნდება. კობახიძემ განმარტა, რომ თბილისის…
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება თსუ-სთან – ირაკლი კობახიძე

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება თსუ-სთან – ირაკლი კობახიძე

“მთავრობამ თსუ-სა და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილება შეცვალა”, – ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ სტუ-ს პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ამ მიზნით…
იანვარში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი $325 მლნ-მდე გაიზარდა –  Galt & Taggart

იანვარში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი $325 მლნ-მდე გაიზარდა – Galt…

2026 წლის იანვარში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 13.4%-ით გაიზარდა და 325 მლნ აშშ დოლარი შეადგინა – ასეთია Galt & Taggart-ის შეფასება,…