როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ეკონომიკა სამი კომპანიის მიერ – “საქართველოს ბანკის”, “თიბისი ბანკისა” და “საქართველოს კაპიტალის” მეშვეობით არის წარმოდგენილი.

გასული კვირის განმავლობაში მათი შედეგები ასე ნაწილდება:

“საქართველოს ბანკის ჯგუფის” (Lion Finance Group PLC) აქციების ფასი 0.27%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 91.90 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 4.51 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 30.54%-ით გაიზარდა.

“თიბისი ბანკის ჯგუფის” (TBC Bank Group PLC) აქციების ღირებულება 1.63%-ით შემცირდა. ბანკის ერთი აქცია 39.15 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.16 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 19.44%-ით შემცირდა.

რაც შეეხება “საქართველოს კაპიტალის” (Georgia Capital PLC) აქციებს, ის 0.81%-ით გაიზარდა. ერთი აქციის ფასი 31.15 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.45 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 53.83%-ით გაიზარდა.

წყარო: Bm.ge

მსგავსი სიახლეები

მარიამ ქვრივიშვილმა ისრაელის ახლად დანიშნულ ელჩთან, ვალიდ აბუ ჰაიასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

მარიამ ქვრივიშვილმა ისრაელის ახლად დანიშნულ ელჩთან, ვალიდ აბუ ჰაიასთან…

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ვალიდ აბუ ჰაიასთან.…
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8.25%-ზე დატოვა

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8.25%-ზე დატოვა

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8.25%-ზე დატოვა. სებ-ი მიუთითებს, რომ მაისში ინფლაციის შემცირების ტენდენცია გამოიკვეთა, ხოლო ახლო აღმოსავლეთში…
მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხული თანხების მოცულობამ $36.9 მილიონი შეადგინა – სად ვრიცხავთ ყველაზე მეტს?

მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხული თანხების მოცულობამ $36.9 მილიონი შეადგინა…

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხული თანხების მოცულობამ 36.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი წინა თვესთან, ანუ…