რუსეთი, ისრაელი, პოლონეთი და თურქეთი – ვინ ყიდულობს ბინებს ბათუმში?

რუსეთი, ისრაელი, პოლონეთი და თურქეთი – ვინ ყიდულობს ბინებს ბათუმში?

Galt & Taggart-ის მონაცემებით, ბათუმში ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შეძენილი უძრავი ქონების წილი წლიდან წლამდე მცირდება. მოთხოვნას ბინებზე ძირითადად ოთხი ქვეყანა ქმნის, რომელთა შორის პირველ ადგილზე რუსეთი, მეორეზე ისრაელი, მესამეზე პოლონეთი, მეოთხეზე კი თურქეთია.

როგორც Galt & Taggart-ის ასოცირებულმა მკვლევარმა ზუკა თავყელიშვილმა გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განაცხადა, ბოლო წლებში 12-დან 28-მდე გაიზარდა იმ ქვეყნების რაოდენობა, ვინც ბათუმის დეველოპერული ბაზრით ინტერესდება.

„ბათუმის უძრავი ქონება უფრო განსხვავებული ხასიათისაა, საინვესტიციო. ამის გამო მცირე ზომის ბინები გვაქვს წარმოდგენილი, რაც ნიშნავს რომ თბილისთან შედარებით საშუალო ღირებულებაც მცირეა. უცხო ქვეყნის მოქალაქეების წილი 60-70%-ია, თბილისში 85% კი ადგილობრივია.

ჩვენი გამოკითხვებით, რომელიც სისტემური დეველოპერების მონაცემებს ეფუძნება წლიდან წლამდე ადგილობრივი მოსახლების წილი უძრავი ქონების გაყიდვებში იკლებს.

2020-დან 2024 წლამდე გაყიდვებში ვნახავთ, რომ რუსეთის მოქალაქეები წარმოადგენს მეოთხედს მთლიანი გაყიდვებში, რასაც მოსდევს ისრაელი, პოლონეთი და თურქეთი, ეს არის უცხო ქვეყნის მოქალაქეების გაყიდვების ნახევარი.

გაზრდილია მრავალფეროვნება. თუ 2020 წელს 12 სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე ყიდულობდა ბათუმში უძრავ ქონებას, 2024 წელს ეს რიცხვი 28 იყო. დივერსიფიკაცია აჯანსაღებს გარემოს.

მათი ინტერესის საფუძველი ორია, პირველი ფასი და მეორე ამონაგები.

2022-2023 წწ-ში ბათუმში ფასები თბილისზე მეტად გაიზარდა და 2024 წლის ბოლოს 1 470$ იყო კვ.მ-ზე, თუმცა ამის მიუხედავად თუ შევადარებთ მას სხვა საზღვაო ქალაქებს, ვნახავთ, რომ 4-ჯერ და 5-ჯერ იაფია აღმოსავლეთ თუ დასავლეთის ქვეყნებთან შედარებით. მაგ. ბათუმში თუ საშუალო ბინას 60000$-ად იყიდი, დუბაიში იგივე ფართის ბინის შესაძენად 250 000$-ია საჭირო. ამონაგებს თუ შევხედავთ, ბათუმი ლიდერობს აქ პოზიციით. 8.8%-ია საშუალო წლიური ამონაგები, რაც შესადარ ქალაქებთან მიმზიდველად გამოიყურება.

როდესაც საქართველომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო, ამან გააჩინა მოლოდინები, რომ გაწევრიანების პროცესი ეკონომიკას და ამ ბაზარსაც გაზრდიდა, ეს მოლოდინები ამ ეტაპზე მინელებულია. თუ შენელდა მოთხოვნა, მიუხედავად იმისა, რომ დეველოპერების ფასის კლების რესურსი არ აქვთ, შესაძლოა ეს მაინც ვიხილოთ ფასთან კორელაციაში.“ – განაცხადა თავყელიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

14 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.635 ლარი გახდა.…
Starbucks-ის და Alshaya Group-ის შემოსვლა საქართველოში ნდობის გამოცხადებაა იმ საინვესტიციო და ბიზნესგარემოს მიმართ, რომელსაც მთავრობა უზრუნველყოფს –  ირაკლი ნადარეიშვილი

Starbucks-ის და Alshaya Group-ის შემოსვლა საქართველოში ნდობის გამოცხადებაა იმ…

Starbucks-ის და Alshaya Group-ის შემოსვლა საქართველოში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნდობის გამოცხადებაა ჩვენი ქვეყნის, ქართული ეკონომიკის მიმართ – იმ ეკონომიკური განვითარების და…
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ არქიტექტურის სამსახურის მიერ ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟზე ნებართვა გაცემულია

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ არქიტექტურის სამსახურის მიერ ე.წ. რიყის…

თბილისის მერია რიყის ტერიტორიაზე ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. მერიაში აცხადებენ, რომ შპს „რიყე დომ“-ის საკუთრების მიწის ნაკვეთზე არსებული…