საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა საქართველოს საბანკო სისტემის პერსპექტივა უარყოფითიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა – სებ

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა საქართველოს საბანკო სისტემის პერსპექტივა უარყოფითიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა – სებ

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა საქართველოს საბანკო სისტემის პერსპექტივა (Ba2) უარყოფითიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ეროვნული ბანკის ცნობით, გამოქვეყნებულ ანგარიშში Moody’s-ი აღნიშნავს, რომ საქართველოს საბანკო სისტემის პერსპექტივა (Ba2) უარყოფითიდან სტაბილურამდე შეიცვალა, რაც ასახავს ქვეყნის მაკროეკონომიკურ სიძლიერეს, პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ რისკებს შორის ბალანსს.

„Moody’s-ი ელოდება, რომ 2026 და 2027 წლებში რეალური მშპ-ის ზრდა დაახლოებით 5.5% იქნება, რაც ხელს შეუწყობს ძლიერ საკრედიტო  აქტივობასა და ჯანსაღ ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებას. Moody’s-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საბანკო აქტივების ხარისხი მდგრადი დარჩება. ძლიერი ეკონომიკური ზრდა და შინამეურნეობების შემოსავლების ჯანსაღი დინამიკა ხელს შეუწყობს მსესხებელთა გადახდისუნარიანობას. კაპიტალის ბუფერები საკმარისი დარჩება, რასაც ხელს შეუწყობს მკაცრი მარეგულირებელი მოთხოვნები და ძლიერი შიდა კაპიტალის წარმოქმნა. ასევე, მაღალი დარჩება მომგებიანობა. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ დეპოზიტების დედოლარიზაცია კვლავ გაგრძელდა და საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აღადგინა უცხოური ვალუტის რეზერვები“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

2026 წლის მეორე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 1.4%-მდე შემცირდა – სებ

2026 წლის მეორე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 1.4%-მდე…

“2026 წლის მეორე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 184.1 მლნ აშშ დოლარით გაუმჯობესდა და 145.2 მლნ აშშ…
საქართველოს საერთაშორისო რეზერვებში ოქროს ღირებულება $1.1 მილიარდამდე გაიზარდა | სებ

საქართველოს საერთაშორისო რეზერვებში ოქროს ღირებულება $1.1 მილიარდამდე გაიზარდა |…

2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით, ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება წინა თვესთან შედარებით 135 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 1.149.2…
2026 წლის ივლისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები წლიურად 3.9%-ით გაიზარდა და 350 მლნ დოლარი შეადგინა – სებ

2026 წლის ივლისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები წლიურად 3.9%-ით…

2026 წლის ივლისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 350 მლნ აშშ დოლარი (922.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან…