სამშენებლო და დამმუშავებელი მრეწველობის სექტორები შემცირდა – რომელი სექტორები გაიზარდა აპრილში?

სამშენებლო და დამმუშავებელი მრეწველობის სექტორები შემცირდა – რომელი სექტორები გაიზარდა აპრილში?

2025 წლის აპრილში საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა, ხოლო 2024 წლის 4 თვეში ჯამურად ზრდა 8.8% იყო. საქსტატის თანახმად, კერძო სექტორის ბრუნვამ აპრილში 14.1 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 9.4%-ით არის გაზრდილი, თუმცა კონკრეტულ სექტორებში, მათ შორის მშენებლობის და დამმუშავებელი მრეწველობის სფეროებში შემცირებაა. ზრდა აღინიშნება IT-სა და უძრავი ქონების მართვის სფეროებში.

ეკონომიკური ზრდის მიზეზების და კონკრეტულ სექტორებში არსებული მდგომარეობის შესახებ საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ გამართა ბრიფინგი. მისი განმარტებით, მშენებლობის სექტორში კლება ძირითადად საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ნაგებობების მშენებლობის შემცირებამ განაპირობადამმუშავებელი მრეწველობის სფეროში კლება კი დაკავშირებული იყო სასმელების წარმოების შემცირებასთან.

“ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო კომპიუტერული პროგრამების შემუშავებასთან, ასევე IT-ის სფეროში კონსულტაციების განხორციელებასთან და ამ საქმიანობით დაკავებული კომპანიების ბრუნვის მოცულობის ზრდასთან. საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორში ზრდა დაკავშირებული იყო კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების ზრდასთან. სამთო მოპოვებითი მრეწველობის სექტორში ზრდა ძირითადად ფერადი ლითონების მადნების მოპოვებასთან იყო დაკავშირებული, რაც ასევე აისახა საგარეო ვაჭრობის ტენდენციებში. ექსპორტის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს გახლდათ.

უძრავი ქონების ოპერაციების სექტორში ზრდა დაკავშირებული იყო არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების გაქირავებასთან და მისი მართვით დაკავებული კომპანიების ბრუნვის მოცულობის გაფართოებასთან. გაზრდილია ასევე უძრავი ქონების სააგენტოების მომსახურების მოცულობის მაჩვენებლები.

რაც შეეხება ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორს, ზრდის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად სახელდება საჰაერო ტრანსპორტის ფუნქციონირების მაჩვენებლები, გაზრდილია როგორც სამგზავრო, ისე სატვირთო მაჩვენებლები ამ თვალსაზრისით.

ორ სექტორში გამოვლინდა კლების ტენდენცია, ეს გახლავთ უპირველეს ყოვლისა მშენებლობის სექტორი, რაზედაც გავლენა მოახდინა იმან, რომ შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, როგორც საცხოვრებელი, ისე არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობის მაჩვენებელი, ასევე გარკვეული შემცირების ტენდენცია დაფიქსირდა სამოქალაქო მშენებლობის კუთხით, როგორიცაა გზების, ხიდების და ავტობანების მშენებლობა.

აქვე აღსანიშნავია საგარეო ვაჭრობის მონაცემებიდან, რომ დაახლოებით 43%-ით შემცირდა ცემენტის და კლინკერის იმპორტის მაჩვენებელი. რაც შეეხება დამმუშავებელი მრეწველობის სექტორს, აქ კლება ძირითადად დაკავშირებული იყო სასმელების წარმოების მოცულობის შემცირებასთან. აქვე აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 52%-ით შემცირდა ყურძნის ნატურალური ღვინის ექსპორტი, გარდა ამისა, შემცირება გამოვლინდა არალითონური მინერალური პროდუქტების, მათ შორის ცემენტის წარმოების მიმართულებაში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის”, – განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

მსგავსი სიახლეები

შევთავაზეთ, ჩამოვაყალიბოთ დროებითი მმართველი ორგანო, რომელმაც თუნდაც ორი წლის განმავლობაში იმსჯელოს და შემდეგ დასრულდეს მთლიანი რეორგანიზაცია – გივი მიქანაძე

შევთავაზეთ, ჩამოვაყალიბოთ დროებითი მმართველი ორგანო, რომელმაც თუნდაც ორი წლის…

“შეხვედრაზე გვქონდა შეთავაზება, რომ დავიწყოთ რეორგანიზაციის პროცესი, ჩამოვაყალიბოთ დროებითი მმართველი ორგანო და თუნდაც ორი წლის, ორ წელიწად-ნახევრის განმავლობაში იმსჯელოს, ყველა პოზიცია…
ადგილობრივი ინფლაციის ზრდას ყველაზე მეტად პურის, ძროხის ხორცისა და ყველის ფასები განაპირობებს – სებ

ადგილობრივი ინფლაციის ზრდას ყველაზე მეტად პურის, ძროხის ხორცისა და…

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ადგილობრივი ინფლაციის ზრდას ყველაზე მეტად პურის, ძროხის ხორცისა და ყველის ფასები განაპირობებს, (ჯამში 3.4 პპ-ით) – ამის…
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ცვლილებები ამოქმედდა

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ცვლილებები ამოქმედდა

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები ამოქმედდა. მას ხელი 4 თებერვალს “ოცნების” მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მოაწერა. კანონში ცვლილებები სრულად…