საპენსიო სააგენტოს დირექტორის ვაკანსიაზე განაცხადების მიღების ვადა კიდევ ერთხელ გახანგრძლივდა

საპენსიო სააგენტოს დირექტორის ვაკანსიაზე განაცხადების მიღების ვადა კიდევ ერთხელ გახანგრძლივდა

საპენსიო სააგენტოს დირექტორის ვაკანსიაზე განაცხადების მიღების პროცესი კიდევ ერთხელ, ამჯერად 10 თებერვლამდე გადავადდა. ამის შესახებ BM.GE-ის სააგენტოს პრესსამსახურში განუცხადეს.

აღსანიშნია, რომ სააგენტოს დირექტორის ვაკანსიაზე განაცხადების მიღების პროცესი 20 იანვარს უნდა დასრულებულიყო, თუმცა განაცხადების მიღება 7 დღით, გამოცხადებული უქმეების გამო გაახანგრძლივეს. დღეს კი სააგენტოში აცხადებენ, რომ ვადა კიდევ 14 დღით გახანგრძლივდა.

„სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით შერჩევის ვადა 2025 წლის 10 თებერვლამდე გახანგრძლივდა, ხოლო გადაწყვეტილების მიღების თარიღად 2025 წლის 17 თებერვალი განისაზღვრა“, – აცხადებს საპენსიო სააგენტოში და კითხვაზე – რა გახდა განაცხადების ვადის კიდევ ერთხელ გადავადების საფუძველი სამეთვალყურეო საბჭოში გადაგვამისამართეს. BM.GE-მ სამეთვალყურეო საბჭოს მიმართა და პასუხს მიღებისთანავე გაგაცნობთ.

ხოლო კითხვაზე – რამდენი განაცხადია ამ ეტაპისთვის შესული ვაკანტურ პოზიციაზე, საპენსიო სააგენტოს პრესსამსახურში გვპასუხობენ, რომ დეტალები შერჩევის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს ოქმის თანახმად, დირექტორის დარიცხული ხელფასი 14 500 ლარი იქნება.

კონკურსის შედეგად შერჩეული პირი კი 2025 წლის 1 მაისიდან, 5 წლის ვადით გახდება საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორი.

მოთხოვნები, რომელსაც კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს, ასეთია:

მინიმალური განათლება: ბაკალავრი ეკონომიკის, ფინანსების ან სამართლის დარგში
სამუშაო გამოცდილება: 10 წელი
ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება: 5 წელი

მომავალ დირექტორს ასევე მოეთხოვება შესაბამისი სამართლებრივი კანონმდებლობის ცოდნა, უცხო ენის С2 დონეზე ფლობა და მენეჯერული უნარები. საპენსიო სააგენტოს 2023 წლის ზაფხულიდან დირექტორი არ ჰყავს. 2024 წლის ივნისში „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში მმართველობითი სტრუქტურის მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა, რომელიც 2025 წლის მაისიდან სრულად ამოქმედდება. ცვლილების ფარგლებში არსებული საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოები გაუქმდება და შეიქმნება ერთიანი მმართველობითი საბჭო. ამასთან, საპენსიო სააგენტოს სახელწოდება მაისიდან შეიცვლება და გახდება საპენსიო ფონდი.

 

ბიემჯი

მსგავსი სიახლეები

ხაშურში, მდინარე მტკვარზე 14-მეგავატიანი ჰესის მშენებლობა იგეგმება

ხაშურში, მდინარე მტკვარზე 14-მეგავატიანი ჰესის მშენებლობა იგეგმება

ხაშურის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარზე, ჰიდროელექტროსადგურის – „ოსიაური ჰესის“ – მშენებლობა იგეგმება. პროექტის შესახებ გარემოსდაცვითი შეფასების პორტალზე გარემოზე ზემოქმედების კვლევა უკვე გამოქვეყნდა.…
“ნენსკრა ჰიდრომ” 2023 წელი ₾16 მილიონიანი ზარალით დაასრულა

“ნენსკრა ჰიდრომ” 2023 წელი ₾16 მილიონიანი ზარალით დაასრულა

სს „ნენსკრა ჰიდრომ“ 2023 წლის ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნა, რომელშიც ასახულია კომპანიის მიმდინარე ფინანსური მდგომარეობა, გამოწვევები და სამომავლო გეგმები. ფინანსური შედეგები 2023…
“ეკონომიკის ბევრ სექტორში არის რესურსი, რომ მოხდეს ნარჩენების ხელმეორედ გამოყენება” – სოლომონ პავლიაშვილი

“ეკონომიკის ბევრ სექტორში არის რესურსი, რომ მოხდეს ნარჩენების ხელმეორედ…

“ეკონომიკის ბევრ სექტორში არის რესურსი, რომ მოხდეს ნარჩენების ხელმეორედ გამოყენება და მივიღოთ ნარჩენებისგან წარმოებული პროდუქცია, რომელიც  თავისთავად ახალ, დამატებით სამუშაო ადგილებს…