საპენსიო სააგენტოში დანაზოგის სახით ₾6.5 მილიარდზე მეტი გვაქვს – გიორგი ჭიჭინაძე

საპენსიო სააგენტოში დანაზოგის სახით ₾6.5 მილიარდზე მეტი გვაქვს – გიორგი ჭიჭინაძე

საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ჭიჭინაძე ამბობს, რომ ფონდში დანაზოგი 6.5 მილიარდ ლარს აჭარბებს. მან ჟურნალისტებს განახლებული მონაცემები სააგენტოს საქმიანობის 2024 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე მიაწოდა.

“დღევანდელი მონაცემებით, დანაზოგის სახით გვაქვს 6.5 მილიარდ ლარზე მეტი კონტრიბუცია და ამონაგები. მათ შორის ამონაგები 1.5 მილიარდ ლარზე მეტია. უკვე ისარგებლა დაახლოებით 20 000-მა პენსიონერმა, რომელმაც დაინიშნა პენსიის სახით და გაიტანა. ეს თანხა ჯამურად დაახლოებით 70 მილიონ ლარს შეადგენს”, – აღნიშნა გიორგი ჭიჭინაძემ.

მან ასევე ისაუბრა ცვლილებებზე, რომელიც პირველი მაისიდან ამოქმედდება. საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი განმარტავს, რომ საპენსიო სააგენტოს და შემოსავლების სამსახურის დეკლარაციის ბაზა ერთიანდება. დეკლარირება შემოსავლების სამსახურში მოხდება და ეს იქნება საპენსიო სააგენტოს ინფორმაციის წყარო, სისტემა ავტომატიზებული იქნება ეს კი, მისი მოლოდინით, უზრუნველყოფს, რომ კომპანიებმა ნაკლებად აარიდონ თავი ვალდებულების შესრულებას და ნაკლები შეცდომა ჰქონდეთ.

“მოგეხსენებათ, კანონში შევიდა ცვლილებები და 2025 წლის 1-ელი მაისიდან ხელფასის გაცემის დროს საპენსიო დეკლარაცია წამოვა მხოლოდ შემოსავლების სამსახურის საშემოსავლო დეკლარაციიდან. შესაბამისად, აქ დამსაქმებელი მხოლოდ ვალდებული იქნება, რომ საპენსიო სააგენტოს პირად ანგარიშზე ჰქონდეს ბალანსის სახით, რომ ეს დეკლარაცია დაიხუროს, დანარჩენი სისტემა იქნება ავტომატური და სისტემა დახურავს მათ დეკლარაციებს. თუ დეკლარაციის დახურვა ვერ მოხდება, ესეც ავტომატურ რეჟიმში ჯარიმის საფუძველი იქნება. ამაზე დიდი კომუნიკაცია გვქონდა კერძო სექტორთან. ასევე, 1-ელ მაისამდე არსებულ სისტემებზე, გამარტივების მიზნით შევქმენით წლიური დეკლარაცია, რომ მხოლოდ ერთი დეკლარაციით მოხდეს წინა წლების კორექტირება, დამატება ან ახალი დეკლარაციის შექმნა.

ძველ არაჯეროვნად შესრულებულ ვალდებულებებზე დავიწყეთ მონიტორინგი, ვამოწმებთ კომპანიებს. ბევრი კომპანია დადებითად გამოეხმაურა და ასწორებენ ძველ დეკლარაციებს. ასევე, შევქმენით შედარების ფუნქციონალი, ჩვენთან არსებული ხელფასების განაცემი დარდება შემოსავლების სამსახურში არსებულს და შესაბამისად, მარტივად შეუძლიათ კორექტირება”, – თქვა გიორგი ჭიჭინაძემ.

მსგავსი სიახლეები

წელს სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება – რეგიონული განვითარების მინისტრი

წელს სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება – რეგიონული განვითარების…

რეგიონული განვითარების მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელს სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება. ასე უპასუხა მან „გახარია საქართველოსთვის“ მიერ დასმულ კითხვას მუშაობს თუ…
იანვარში საარსებო შემწეობას 710 ათასზე მეტი ადამიანი იღებდა

იანვარში საარსებო შემწეობას 710 ათასზე მეტი ადამიანი იღებდა

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, იანვარში საარსებო შემწეობას 710 226 ადამიანი იღებდა, აქედან თითქმის 246 ათასი სახელმწიფო დასაქმების პროგრამით მოსარგებლეა, რომელიც წელს…
მესტიის მიმართულებით დამატებითი ავიარეისები დაინიშნა

მესტიის მიმართულებით დამატებითი ავიარეისები დაინიშნა

თებერვლის ბოლოს სვანეთში დაგეგმილი მასშტაბური ღონისძიებების გამო, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ მესტიის მიმართულებით დამატებითი ფრენები დანიშნა. გადაწყვეტილების მიზეზი გაზრდილი მგზავრთნაკადი და რეგიონში…