საპორტო ტარიფებს მთლიანად შუა დერეფნის ტარიფებთან შედარებით დაბალი წილი აქვს – APM ტერმინალს ფოთი

საპორტო ტარიფებს მთლიანად შუა დერეფნის ტარიფებთან შედარებით დაბალი წილი აქვს – APM ტერმინალს ფოთი

APM ტერმინალს ფოთის კომერციული ურთიერთობის დირექტორი ზვიად ჩხარტიშვილი ამბობს, რომ ფოთის პორტში ტვირთბრუნვის ზრდის ტემპი კვლავ ნარჩუნდება და მათი მიზანია ეს ზრდა შემდეგ წლებშიც გაგრძელდეს. ამის შესახებ მან ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს (EUGBC) ორგანიზებითა და USAID EGP-ის მხარდაჭერით გამართულ შავი ზღვის ყოველწლიური კონფერენციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ბოლო ათი წელი რომ ავიღოთ საკმაოდ ზრდა გვაქვს და ეს ტემპი ნარჩუნდება. ასევე სერიოზული ზრდაა შუა დერეფანში სარკინიგზო, საზღვაო და საავტომობილო მიმართულებითაც. წლიდან წლამდე შუა დერეფანი ვითარდება. გამოწვევა გვაქვს, რომ კონკურენტუნარიანი გავხდეთ არა დროებით, არამედ მომავალშიც, როცა ეკონომიკურ და პოლიტიკურ სტაბილურობას მივაღწევთ რეგიონში, მაგრამ ეს ტვირთები უნდა შევინარჩუნოთ.

[რაც შეეხება გამოწვევებს] პირველ რიგში ეს არის ინფრასტრუქტურა და კონკურენცია. უნდა იყოს კონკურენცია, რადგან ახლა ძირითადი მოთამაშეები არიან სახელმწიფო კომპანიები და აუცილებლად უნდა იქნეს ბაზარზე კერძო კომპანიები დაშვებული და მათ შორის უნდა იყოს კონკურენცია. ტარიფები საკმაოდ რთული კომპონენტია. რომ ვთქვათ ფოთში ან ბათუმში ტარიფი ძვირია, რომ შეხედოთ მთლიანად დერეფნის ტარიფს საკმაოდ დაბალი ხვედრითი წილი აქვთ საპორტო ფასებს. აქედან გამომდინარე, ასე არ არის რომ ტარიფები მაღალია. აქ საუბარია იმაზე, რომ საპორტო ინფრასტრუქტურა მეტად განვითარებული იყოს”, – ამბობს ზვიად ჩხარტიშვილი და ამატებს, რომ ქართველი მაღალჩინოსნების მიმართ დაწესებული სანქციები როგორ აისახება პორტზე ამაზე ახლა ვერ ისაუბრებს.

მსგავსი სიახლეები

სურამში 1000 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირება იწყება

სურამში 1000 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირება იწყება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირებას იწყებს. შესაბამის განცხადებას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.…
გივი მიქანაძე ახალგაზრდობის საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

გივი მიქანაძე ახალგაზრდობის საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში, გაერო-ს სათავო ოფისში გენერალური მდივნის მოადგილეს ახალგაზრდობის საკითხებში, ფელიპე პაულიერს შეხვდა.…
სათამაშო ბიზნესის სფეროში სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის ჯარიმების გაზრდა იგეგმება

სათამაშო ბიზნესის სფეროში სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის ჯარიმების გაზრდა იგეგმება

სათამაშო ბიზნესის სფეროში სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის დაწესებული ჯარიმები იზრდება. შესაბამისი ცვლილებები „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება…