/ სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი კვლავ Ba2 დონეზე შეაფასა
სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი კვლავ Ba2 დონეზე შეაფასა
სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა შეაფასა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და გააუმჯობესა პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე, ხოლო რეიტინგი კვლავ Ba2 დონეზე შეაფასა.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტრო წერს, რომ აღნიშნულ რეიტინგს განაპირობებს საერთაშორისო გამოწვევების მიუხედავად არსებული ქვეყნის ძლიერი ეკონომიკური და ფისკალური პოზიცია.
“Moody’s-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მყარმა ეკონომიკურმა მაჩვენებლებმა შეამსუბუქა გეოპოლიტიკური გამოწვევებიდან მომდინარე რისკები. ამასთან, დადებითად არის შეფასებული საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაგრძელება, რაც ხელს უწყობს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობას და ეკონომიკას მეტად მდგრადს ხდის შოკების მიმართ.
სარეიტინგო სააგენტოს მოლოდინით, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება 6.4%-ით, ხოლო 2027 წელს ზრდა მოსალოდნელია 5.5%-ზე. მთავრობის ვალი კი მოსალოდნელია, კვლავ შემცირდეს და მშპ-ის 30%-მდე ნიშნულს დაუახლოვდეს.
Moody’s აღნიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი ფაქტორები მოხმარება და ინვესტიციები იქნება, რაც ვალის გონივრულ მართვასთან ერთად ხელს შეუწყობს ფისკალურ სიჯანსაღეს. ზრდის ხელშემწყობად ასევე აღნიშნულია ტურიზმი, რაც მნიშვნელოვნად იზრდება და ხასიათდება ვიზიტორების დივერსიფიკაციით.
Moody’s ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი სატრანსპორტო-ლოგისტიკური კვანძის, სტრატეგიულ პოზიციას შუა დერეფანში, რაც ხელს უწყობს ვაჭრობის დივერსიფიკაციასა და ინვესტიციების მოზიდვას. ამასთან, სარეიტინგო კომპანია დადებითად აფასებს ფისკალური და მონეტარული კუთხით განხორციელებულ რეფორმებსა და ღონისძიებებს”, – წერს ფინანსთა სამინისტრო.
ფინანსთა სამინისტრომ 2026 წლის იანვრის მდგომარეობით სახელმწიფო ვალის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ვალის მთლიანი მოცულობა 9.5 მილიარდ დოლარს აღწევს,…
“გვექნება [ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების] დიდი გამოშვება, სადაც საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიებს მოვიწვევთ”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა 500-მილიონიანი ევრობონდის…
ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასულ წელს გადასახადების გეგმა გადაჭარბებით შესრულდა. ბიუჯეტით 2025 წლის განმავლობაში…