საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილების პროექტს მხარი დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილების პროექტს მხარი დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი განიხილა, რომელიც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, როგორც მომხსენებელმა განაცხადა, ეკონომიკური ტენდენციები მიმდინარე წელს გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე ბიუჯეტის დაგეგმვის დროს პროგნოზირებდნენ, შესაბამისად, მთავრობა პარლამენტში ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის ინიციატივით შემოვიდა.

მისი თქმით, მთავრობა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 5,2%-დან 9%-მდე ზრდის და ბიუჯეტის ცვლილებაც ამან განაპირობა. შესაბამისად, იზრდება მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელი, რომლის მოცულობა დაახლოებით 90. 9 მლრდ. ლარი ინება, თავდაპირველად დაგეგმილი 86 მლრდ. ლარის ნაცვლად.

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის ინფორმაციით, წარმოდგენილი 2024 წლის ძირითადი ეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების საბოლოო პროგნოზები შემდეგია: მშპ რეალური ზრდის პროგნოზი – 9,0%; მშპ-ს დეფლატორი – 3,1%; საშუალო ინფლაციის მაჩვენებელი – 1,0%; ნომინალური მშპ- 90 895,2 მლნ ლარი; ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები – 23 260,0 მლნ ლარი; ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი – 29 980,0 მლნ ლარი; ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი – მშპ-ს 2,5%; მთავრობის ვალი – მშპ-ს 36,8%.

აღნიშნული პარამეტრებიდან გამომდინარე, ნაერთი ბიუჯეტის გეგმური მაჩვენებელი მილიარდ 218 მილიონი ლარით იზრდება და ჯამში 25.616 მლნ. ლარს შეადგენს. ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 1 207,0 მლნ ლარით იზრდება, რაც მომხსენებლის განცხადებით, მიმდინარე წელს დამატებით გამოკვეთილი საჭიროებების სრულად დაფინანსების შესაძლებლობას იძლევა.

წარმოდგენილი ცვლილებით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები ჯამურად 25 696 მლნ ლარს შეადგენს. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი კი იზრდება 900 მლნ ლარით და 25 მილიარდ 930 მილიონ ლარს შეადგენს.

კანონპროექტთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის და ეროვნული ბანკის დასკვნები წარადგინეს საქართველოს გენერალურმა აუდიტორმა ცოტნე ყავლაშვილმა და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ.

გიორგი კაკაურიძემ კომიტეტს ასევე წარუდგინა საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა“.

კომიტეტმა „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა, ხოლო 2024 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიში ცნობად მიიღო.

ბიემჯი

მსგავსი სიახლეები

26 მაისს აზერბაიჯანიდან საქართველოში პირველი სამგზავრო მატარებელი შემოვა – კობახიძე

26 მაისს აზერბაიჯანიდან საქართველოში პირველი სამგზავრო მატარებელი შემოვა –…

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 26 მაისს პირველი სამგზავრო მატარებელი შემოვა აზერბაიჯანიდან საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბაქოში განუცხადა. პრემიერმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანულ მხარეს, რომელმაც საქართველოსთან სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო. „მადლობას ვუხდი აზერბაიჯანულ მხარეს, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით საქართველოსთან. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 26 მაისს პირველი სამგზავრო მატარებელი შემოვა აზერბაიჯანიდან საქართველოში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარების და ტურისტული მიმოსვლის გაფართოების კუთხით“, – განაცხადა პრემიერმა.
საქართველო-აზერბაიჯანს შორის ელექტროენერგიის მიწოდება/ტრანზიტზე 20-წლიანი შეთანხმება გაფორმდა

საქართველო-აზერბაიჯანს შორის ელექტროენერგიის მიწოდება/ტრანზიტზე 20-წლიანი შეთანხმება გაფორმდა

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ელექტროენერგიის მიწოდებისა და სატრანზიტო მიმოსვლის ძირითად პირობებზე 20-წლიანი მთავრობათაშორისი შეთანხმება გაფორმდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული დოკუმენტი იმ…
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზასთან დაკავშირებით, დეტალები შეთანხმდა და მალე გაეშვება რკინიგზის აღნიშნული მონაკვეთი – კობახიძე

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზასთან დაკავშირებით, დეტალები შეთანხმდა და მალე გაეშვება რკინიგზის…

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზასთან დაკავშირებით, ყველა დეტალი შეთანხმდა და ძალიან მალე უკვე გაეშვება რკინიგზის აღნიშნული მონაკვეთი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაქოში…