“საქსტატის” მონაცემებით, წელს 7 თვეში საექსპორტო ბაზრებზე 81.98 მლნ დოლარის აზოტოვანი სასუქი გავიდა, 11.6%-ით მეტი ვიდრე შარშან. ექსპორტში უდიდესი წილი 80.4 მლნ დოლარი ადგილობრივად წარმოებულ სასუქებზე მოდის. აზოტოვან სასუქებს „რუსთავის აზოტი“ აწარმოებს, რომელსაც ექსპორტი წელს 10%-ით გაეზარდა.
ოფიციალური მონაცემებით, მთავარი საექსპორტო ბაზარი წელს რუმინეთია, სადაც 16.8 მლნ დოლარის სასუქები გავიდა, მეორე ადგილზეა ესპანეთი, ხოლო მესამეზე ლიეტუვა, რომელსაც საქართველოდან 8.2 მლნ დოლარის სასუქები მიეწოდა.
აზოტოვანი სასუქების საექსპორტო ბაზრები 2025 წლის 7 თვეში:
რუმინეთი – 16.8 მლნ დოლარი;
ესპანეთი – 10.5 მლნ დოლარი;
ლიეტუვა – 8.2 მლნ დოლარი;
ნამიბია – 7.5 მლნ დოლარი;
ტანზანია – 6.7 მლნ დოლარი;
იტალია – 4.6 მლნ დოლარი;
განა – 4.4 მლნ დოლარი;
ინდოეთი – 3.8 მლნ დოლარი;
ეგვიპტე – 3.2 მლნ დოლარი;
ისრაელი – 2.9 მლნ დოლარი;
წელს 7 თვეში ექსპორტზე ჯამში, 271 313 ტონა სასუქები გავიდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთის რესპუბლიკას ეწვევა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური…
ბრიუსელში საქართველოს დელაგაციასა და ევროკომისიის დელეგაციას შორის გაიმართა შეხვედრა სავიზო დიალოგის ფარგლებში, კერძოდ, საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელთათვის სავიზო გამონაკლისის…
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით,…