2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან უცხოეთში რეკორდული მოცულობის $43 მილიონი დოლარის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტი განხორციელდა. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო ამ მოცულობის ნავთობს არ მოიპოვებს/არ აწარმოებს, ექსპორტზე გასული ნავთობის უდიდესი ნაწილი რეექსპორტს წარმოადგენდა. სტატისტიკის თანახმად, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ნავთობის ექსპორტის მოცულობა 92%-ით არის გაზრდილი. ქვეყანა სადაც 2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ყველაზე მეტი ნავთობი გავიდა ექსპორტზე ნიდერლანდებია, სადაც ექსპორტმა $12.1 მილიონი დოლარი (24.9 ათასი ტონა) შეადგინა. შედარებისთვის, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში ნიდერლანდებში ნავთობპროდუქტების ექსპორტი საერთოდ არ ფიქსირდებოდა და $0-ს შეადგენდა. მეორე ადგილს აზერბაიჯანი იკავებს 10 მილიონი დოლარის ექსპორტით, წინა წელთან შედარებით აზერბაიჯანში ნავთობის ექსპორტი 31%-ით არის გაზრდილი.
ქვეყნები, სადაც 2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ყველაზე მეტი მოცულობის ნავთობის ექსპორტი განხორციელდა:
1) ნიდერლანდები – $12.1 მილიონი დოლარი; 2) აზერბაიჯანი – $10 მილიონი დოლარი; 3) სომხეთი – $6.6 მილიონი დოლარი; 4) საბერძნეთი – $4.6 მილიონი დოლარი; 5) შვეიცარია – $2.9 მილიონი დოლარი; 6) უკრაინა – $1.9 მილიონი დოლარი; 7) არაბთა გაერთიანებული საამიროები – $1.5 მილიონი დოლარი; 8) თურქეთი – $1.4 მილიონი დოლარი; 9) უზბეკეთი – $0.4 მილიონი დოლარი; 10) ლიეტუვა (ლიტვა) – $0.2 მილიონი დოლარი.
რაც შეეხება ნავთობის იმპორტს, 2024 წლის პირველ ნახევარში საქართველომ $632 მილიონი დოლარის ღირებულების 742 ათასი ტონა ნავთობი შეიძინა, აქედან $263 მილიონის საწვავი რუსეთიდან, $84 მილიონის ბულგარეთიდან, $63 მილიონის საწვავის შესყიდვა მოხდა.
საქართველოს საპატრიარქოში უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო მესამე საქართველოში იტალიის საგანგებო და…
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) გიორგი ახალკაცი ტუნისის ახალი ოფისის ხელმძღვანელად დანიშნა. გიორგი ახალკაცი ახალ თანამდებობას 2026 წლის 1 სექტემბერს დაიკავებს…
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ინფრასტრუქტურული პროექტების ზედამხედველობის სისტემის გაძლიერების მიზნით ახალი მოდელის დანერგვას გეგმავს. ინფრასტრუქრურის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაგეგმილი ცვლილება…