საქართველომ მინერალური წყლის ექსპორტით $163.7 მლნ-ის შემოსავალი მიიღო – TOP-10 საექსპორტო ქვეყანა

საქართველომ მინერალური წყლის ექსპორტით $163.7 მლნ-ის შემოსავალი მიიღო – TOP-10 საექსპორტო ქვეყანა

მინერალური და მტკნარი წლები საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო საქონელია. 2024 წლის მონაცემებით, ქვეყნიდან წყლის ექსპორტი გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. შედეგად, გასულ წელს საქართველომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მინერალური წყლის გაყიდვით 163 მილიონ 782 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 24.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. გასულ წელს ჯამურად ქვეყნიდან 254 207 940 ლიტრი წყალი გავიდა, რაც 2023 წლის მოცულობებს 23.8%-ით აღემატება.

ამგვარად, მინერალურმა და მტკნარმა წყალმა უმსხვილესი საექსპორტო საქონლის რეიტინგში 2.5%-იანი წილით მეექვსე ადგილი დაიკავა. ეს ის პროდუქტია, რომელიც ქვეყნისთვის ადგილობრივად იწარმოება და სრულად ადგილობრივ ექსპორტში გადის.

წინა წლების მსგავსად მინერალური და მტკნარი წყლის მთავარი გასაყიდი ბაზარი, 2024 წელსაც რუსეთია. ამ მიმართულებით პროდუქტის ექსპორტი 24.3%-ით 76 მილიონ 920 ათასი დოლარამდე გაიზარდა. გაყიდული წლის მოცულობა კი 112.3 მილიონი ლიტრიდან 141.3 მილიონ ლიტრამდე გაიზარდა. უმსხვილეს საექსპორტო ბაზრებს შორის ძირითადად პოსტსაბჭოთა ქვეყნებს ვხვდებით, ათეულში ასევე გერმანია, აშშ და ისრაელი არიან.

მინერალური და მტკნარი წყლების TOP-10 საექსპორტო ქვეყანა:

  1. რუსეთი – $76.9 მლნ, 141.3 მლნ ლიტრი;
  2. ყაზახეთი – $30.1 მლნ, 38.8 მლნ ლიტრი;
  3. უკრაინა – $18.9 მლნ, 24.1 მლნ ლიტრი;
  4. ლიეტუვა – $8.9 მლნ, 12.6 მლნ ლიტრი;
  5. უზბეკეთი – $8.2 მლნ, 9.5 მლნ ლიტრი;
  6. მოლდოვა – $2.9 მლნ, 2.7 მლნ ლიტრი;
  7. გერმანია – $2.7 მლნ, 2.1 მლნ ლიტრი;
  8. ბელარუსი – $2.1 მლნ, 4.7 მლნ ლიტრი;
  9. აშშ – $1.7 მლნ, 3 მლნ ლიტრი;
  10. ისრაელი – $1.6 მლნ, 2 მლნ ლიტრი;

 

ამ ქვეყნების გარდა მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი ყირგიზეთში, აზერბაიჯანში, ლატვიაში, ტაჯიკეთში, თურქმენეთში, კანადაში, თურქეთში, გაერთიანებულ სამეფოში, ჩინეთში, კვიპროსში, სომხეთსა და სხვა ქვეყნებში გადის.

 

ბიემჯი

მსგავსი სიახლეები

2025 წელს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის და ღორის სულადობა შემცირდა, ქათმის გაიზარდა – საქსტატი

2025 წელს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის და ღორის სულადობა შემცირდა,…

საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 760.6 ათასი სული შეადგინა, რაც წლიურად 6%-იანი კლებაა. აქედან ფურისა და ფურკამეჩის…
თბილისის მერიამ მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში 220 338 მოთხოვნა დააფინანსა

თბილისის მერიამ მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში 220 338 მოთხოვნა…

თბილისის მერიამ 500-ლარიანი მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, დღემდე 220 338 მოთხოვნა დააფინანსა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე…
ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

16 თებერვლის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6799 ლარი გახდა.…