საქართველომ $37 მლნ-მდე ღირებულების სარეცხი და საწმენდი საშუალებები იყიდა – იმპორტიორი ქვეყნები

საქართველომ $37 მლნ-მდე ღირებულების სარეცხი და საწმენდი საშუალებები იყიდა – იმპორტიორი ქვეყნები

წლის პირველ ნახევარში საქართველომ 36 მილიონ 912 ათასი დოლარის ღირებულების 31 749 ტონა სარეცხი და საწმენდი საშუალებები იყიდა. ამ პერიოდისთვის იმპორტი ღირებულებაში წლიურად 7.9%-ით, მოცულობაში კი 10.9% გაიზარდა.

ვაჭრობის ისტორიაში სარეცხი და საწმენდი საშუალებების იმპორტი რეკორდულ ნიშნულზეა.

საქართველოსთვის ამ დასახელების საქონლის მთავარი მომწოდებელი თურქეთია. იმპორტის სტატისტიკის მიხედვით, სარეცხი საშუალებები უმსხვილეს საიმპორტო საქონლის ჯგუფების რეიტინგში მეოთხე ადგილს იკავებენ. თურქეთიდან სარეცხი და საწმენდი საშუალებების იმპორტი ამ პერიოდისთვის 19.5%-ით გაიზარდა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, სარეცხი და საწმენდი საშუალებების TOP-5 საიმპორტო ქვეყნის რეიტინგი ასეთია:

  1. თურქეთი – $25.9 მლნ, 24 316 ტონა;
  2. გერმანია – $1.9 მლნ, 699 ტონა;
  3. რუსეთი – $1.7 მლნ, 1 356 ტონა;
  4. უკრაინა – $1.1 მლნ, 1 607 ტონა;
  5. ბულგარეთი – $1 მლნ, 707 ტონა.

გარდა ამისა საქონელს მცირე მოცულობებით ისრაელიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, ჩინეთიდან, ჩეხეთიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ვყიდულობთ.

სტატისტიკის მიხედვით, ქვეყნიდან სარეცხი და საწმენდი საშუალებების ექსპორტიც ხდება. 2024 წლის პირველ ნახევარში ჯამში 6 მლნ დოლარის ღირებულების 5 026 ტონა საქონელი გავყიდეთ. აქედან ნახევარი ადგილობრივი ექსპორტით, ნახევარი კი რეექსპორტირებულია. 2023 წლის ამავე პერიოდში ექსპორტზე 3 მილიონ 585 ათასი დოლარის 2 988 ტონა სარეცხი საშუალებები გავყიდეთ. საექსპორტო ქვეყნების პირველი ხუთეული კი ასე გამოიყურება:

  1. სომხეთი – $2.9 მლნ, 1 946 ტონა;
  2. რუსეთი – $2.6 მლნ, 2 694 ტონა;
  3. აზერბაიჯანი – $214 ათასი, 85 ტონა;
  4. უზბეკეთი – $122 ათასი, 268 ტონა;
  5. თურქეთი – $37 ათასი, 17 ტონა.

მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძე უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

ირაკლი კობახიძე უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრ ლაზიზ კუდრატოვს შეხვდა, რომელიც საქართველოში საქართველო-უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის…
„დევნილ ოჯახს, რომელსაც საცხოვრებელი ფართი არ მიუღია, ბინის ნაცვლად ფულადი კომპენსაციის მოთხოვნა შეუძლია” – სამინისტრო

„დევნილ ოჯახს, რომელსაც საცხოვრებელი ფართი არ მიუღია, ბინის ნაცვლად…

„დევნილ ოჯახს, რომელსაც არც ერთი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ მიუღია საცხოვრებელი ფართი ან შესაბამისი ანაზღაურება, ბინის ნაცვლად ფულადი კომპენსაციის მოთხოვნა შეუძლია.…
ლაშა ხუციშვილი და ნათია თურნავა სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს შეხვდნენ

ლაშა ხუციშვილი და ნათია თურნავა სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და…

ტაილანდში მიმდინარე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში სებ-ის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, დელეგაციასთან…