საქართველოს, აზერბაიჯანის და ყაზახეთის რკინიგზები შუა დერეფანის კომპანიაში ჩინური CRCT-ის ჩართვაზე შეთანხმდნენ

საქართველოს, აზერბაიჯანის და ყაზახეთის რკინიგზები შუა დერეფანის კომპანიაში ჩინური CRCT-ის ჩართვაზე შეთანხმდნენ

ბაქოში გაიმართა შეხვედრა, სადაც მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის რკინიგზის თავმჯდომარე როვშან რუსტამოვი, „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით აბაშიძე და ყაზახეთის რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ტალგატ ალდიბერგენოვი. შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა იყო ერთობლივი საწარმოს Middle Corridor Multimodal Ltd. საქმიანობა, რომელიც აზერბაიჯანის, საქართველოსა და ყაზახეთის რკინიგზის თანამშრომლობით 2023 წლის ოქტომბერში შეიქმნა და ის “ასტანის საერთაშორისო ფინანსური ცენტრის” იურისდიქციაში არის დაფუძნებული.

მხარეთა შორის შეხვედრის მთავარი საკითხი იყო ჩინეთის China Railway Container Transport Corp. Ltd. (CRCT)-ის ერთობლივ საწარმოში ჩართვა. CRCT „China Railway“-ის შვილობილი კომპანიაა და ის უახლოეს დღეებში ოფიციალურად გახდება „Middle Corridor Multimodal Ltd.“-ის თანამონაწილე.

აზერბაიჯანის რკინიგზის ცნობით, CRCT-ის პრეზიდენტი იანგ ბინი და როვშან რუსტამოვი უკვე განიხილავენ სარკინიგზო გადაზიდვების და ლოჯისტიკური თანამშრომლობის გაფართოებას, მათ შორის შუა დერეფანის ფარგლებში. მხარეებმა აღნიშნეს, რომ CRCT-ის გაწევრიანება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტვირთბრუნვის ზრდას, გაზრდის ტრანზიტის მოცულობას და გააძლიერებს მარშრუტის კონკურენტუნარიანობას.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, მხოლოდ იანვარ-ივლისში აზერბაიჯანის გავლით ჩინეთიდან გამოგზავნილი 225 ბლოკ-მატარებელი (24 ათასი TEU) გავიდა, რაც თითქმის ორჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. 2025 წლის ბოლომდე 400-ზე მეტი მატარებლის გადაადგილებაა მოსალოდნელი.

გარდა ამისა, აზერბაიჯანის რკინიგზის ინიციატივით, 19-20 სექტემბერს ბაქოში გაიმართება დისკუსიები ახალი ევრაზიული სატრანსპორტო მარშრუტის საერთაშორისო ასოციაციის შექმნის შესახებ. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ჩინეთის, ცენტრალური აზიისა და ევროპის სარკინიგზო ოპერატორები. განხილვები შეეხება შუა დერეფანის სამხრეთი ფრთის განვითარებას და ჩინეთი-ცენტრალური აზია-ევროპის მიმართულებით ეფექტიანი, სწრაფი და უსაფრთხო სატვირთო გადაზიდვების უზრუნველყოფას.

მსგავსი სიახლეები

ლაშა ხუციშვილი თურქეთის ელჩს შეხვდა

ლაშა ხუციშვილი თურქეთის ელჩს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით,…
იუსტიციის მინისტრმა მცხეთის იუსტიციის სახლის მშენებლობა დაათვალიერა

იუსტიციის მინისტრმა მცხეთის იუსტიციის სახლის მშენებლობა დაათვალიერა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, მოადგილე ლანა მორგოშიასთან და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიასთან ერთად, მცხეთის მშენებარე იუსტიციის სახლი დაათვალიერა და ადგილზე…
საპენსიო ფონდმა ₾9.4 მილიარდს გადააჭარბა

საპენსიო ფონდმა ₾9.4 მილიარდს გადააჭარბა

საქართველოს საპენსიო ფონდი მაისის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ფონდის ზომამ გასულ თვეში 9.4 მილიარდ ლარს გადააჭარბა. სისტემაში სულ 1,553,262 ადამიანის დანაზოგები არის…