საქართველოს დაცულ ტერიტორიებს ვიზიტორები 20%-ით გაეზარდა – რა იზიდავთ ტურისტებს?

საქართველოს დაცულ ტერიტორიებს ვიზიტორები 20%-ით გაეზარდა – რა იზიდავთ ტურისტებს?

“საქართველოს დაცულ ტერიტორიებს ვიზიტორები 20%-ით გაეზარდა”, – მონაცემებს დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

უწყების სტატისტიკით, 2025 წლის 7 თვის განმავლობაში, დაცულ ტერიტორიებს 662 205 ვიზიტორი ესტუმრა, მათი უმეტესობა 54% უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო. სხვა ქვეყნის ვიზიტორებს შორის ყველაზე დიდი რაოდენობით დაფიქსირდნენ სტუმრები პოლონეთიდან, ისრაელიდან, რუსეთიდან, ინდოეთიდან და ბელარუსიდან.

როგორც ჩანს ვიზიტორებს საქართველოში კანიონები იზიდავთ. ოფიციალური სტატისტიკა მოწმობს, რომ ყველაზე ყველაზე მეტი ვიზიტორი პრომეთეს მღვიმეს, მარტვილის კანიონს, სათაფლიას, წალკის კანიონს და ოკაცეს კანიონს ესტუმრა.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად, საქართველოში IUCN-ის კრიტერიუმების მიხედვით საქართველოში 6 სხვადასხვა კატეგორიის 100 დაცული ტერიტორიაა, კერძოდ: 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 15 ეროვნული პარკი, 40 ბუნების ძეგლი, 25 აღკვეთილი, 5 დაცული ლანდშაფტი და ერთი მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია.

2024 წლის მდგომარეობით დაცული ტერიტორიების ფართობი შეადგენს 927 748 ჰექტარს, რაც საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 13,3%-ია.

სააგენტოს ცნობით, ამჟამად, ქვეყნის მასშტაბით 12 დაცულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს 17 პროექტი, რომლებიც ითვალისწინებს საფეხმავლო ბილიკების ქსელის მოწყობასა და რეაბილიტაციას შესაბამისი მცირე ინფრასტრუქტურის განთავსებით.

მსგავსი სიახლეები

2025 წელს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის და ღორის სულადობა შემცირდა, ქათმის გაიზარდა – საქსტატი

2025 წელს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის და ღორის სულადობა შემცირდა,…

საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 760.6 ათასი სული შეადგინა, რაც წლიურად 6%-იანი კლებაა. აქედან ფურისა და ფურკამეჩის…
თბილისის მერიამ მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში 220 338 მოთხოვნა დააფინანსა

თბილისის მერიამ მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში 220 338 მოთხოვნა…

თბილისის მერიამ 500-ლარიანი მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, დღემდე 220 338 მოთხოვნა დააფინანსა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე…
ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

16 თებერვლის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6799 ლარი გახდა.…