“ივნისში წლიურმა ინფლაციამ 5.8%, ხოლო თვის ინფლაციამ 0.1% შეადგინა” – სებ-ი “თვის მიმოხილვას” აქვეყნებს

“ივნისში წლიურმა ინფლაციამ 5.8%, ხოლო თვის ინფლაციამ 0.1% შეადგინა” – სებ-ი “თვის მიმოხილვას” აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი “თვის მიმოხილვას” აქვეყნებს. დოკუმენტში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალური ანალიზია.

სებ-ი წერს, რომ გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლეს ინფორმაციას ეყრდნობა.

ძირითადი ტენდენციები

ინფლაცია

  • ივნისში წლიურმა ინფლაციამ 5.8%, ხოლო თვის ინფლაციამ 0.1% შეადგინა
  • საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მერყევ სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს გამორიცხავს, ივნისში 3.2% შეადგინა
  • მომსახურების ინფლაცია 4.1%-ს გაუტოლდა


საბანკო სექტორი

 

  • მაისში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხების ზრდის ტემპმა 14.2% შეადგინა
  • დეპოზიტების დოლარიზაცია მაისში 1.3 პპ-ით 45.1%-მდე შემცირდა
  • მაისში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია 0.1 პპ-ით, 42.4%-მდე გაიზარდა


საგარეო სექტორი

  • იმპორტი – საქონლის იმპორტი წლიურად 5.1%-ით გაიზარდა და 1.6 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა. მაისში საქონლის იმპორტის ზრდა ძირითადად შუალედური ტიპის საქონლით (8.3 პპ) აიხსნება, ხოლო საინვესტიციო და სამომხმარებლო დანიშნულების იმპორტი შემცირდა (შესაბამისად, -1.4 პპ და -1.8 პპ).
  • ექსპორტი – 15.1%-ით გაიზარდა და 667.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მაისში, საქონლის რეგისტრირებული ექსპორტის წლიური ზრდა ძირითადად შუალედური და სამომხმარებლო საქონლის ექსპორტის ზრდამ განაპირობა (შესაბამისად, 1.9 პპ და 13.8 პპ), ხოლო საინვესტიციო საქონლის ექსპორტი კი შემცირდა (-0.6 პპ წვლილი)
  • მაისის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 536.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და რეზერვების მთლიანმა მოცულობამ 7.0 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა.

მსგავსი სიახლეები

საქართველოს ეროვნული ბანკი მაისის “მონეტარული პოლიტიკის ანგარიშს” აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მაისის “მონეტარული პოლიტიკის ანგარიშს” აქვეყნებს

ეროვნულმა ბანკმა საზოგადოებასთან კომუნიკაციის გაძლიერების მიზნით, გასულ წელს მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაციის ახალი, სცენარებზე დაფუძნებული მიდგომა დანერგა, რომლითაც სებ-ში თვლიან, რომ უფრო…
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8.25%-მდე გაზარდა

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8.25%-მდე გაზარდა

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით 8,25%-მდე გაზარდა. სებ-ი ამ გადაწყვეტილებას ახლო აღმოსავლეთში დაწყებულ ომს და მისგან…
2026 წელს წლიური ინფლაცია 5.6%-ს მიაღწევს – TBC Capital

2026 წელს წლიური ინფლაცია 5.6%-ს მიაღწევს – TBC Capital

თიბისი კაპიტალი წელს უფრო მაღალ ინფლაციას ელის. მაკროეკონომიკური განახლების თანახმად, ელექტროენერგიის ტარიფისა და იმპორტული ფასების ზრდის გათვალისწინებით, დარჩენილ თვეებში გარკვეულწილად ნორმალიზების…