საქსტატის თანახმად, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან უცხოეთში სულ 146 მილიონი დოლარის ღირებულების თხილის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 62%-ით მეტია.
ამასთან, საქსტატის თანახმად, საქართველოდან სულ ექსპორტირებულია 16.9 ათასი ტონა თხილი, ხოლო კგ-ზე საშუალო ფასი 8.66 დოლარია, შედარებისთვის წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტის საშუალო ფასი კგ-ზე 6 დოლარს შეადგენდა.
ქვეყნების მიხედვით, ყველაზე მეტი 28 მილიონი დოლარის ღირებულების თხილი საქართველომ ექსპორტზე იტალიაში გაიტანა. მეორე ადგილს 20 მილიონი დოლარით ესპანეთი იკავებს, მესამე პოზიციაზე კი გერმანიაა 11 მილიონი დოლარით.
ასევე მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საქართველოდან თხილის ექსპორტი 1,876%-ით, $7 მილიონამდე გაიზარდა სირიაში, რაც სირიასთან სავაჭრო ეკონომიკური კავშირების აღდგენასა და გააქტიურებაზე მეტყველებს.