საქართველოს საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტები ₾65.71 მილიარდამდე გაიზარდა – სებ

საქართველოს საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტები ₾65.71 მილიარდამდე გაიზარდა – სებ

სებ-ის მონაცემებით, საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების (ბანკთაშორისი დეპოზიტების გარდა) მოცულობამ 2025 წლის ნოემბრის ბოლოსათვის 65.71 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 131.50 მილიონი ლარით, 0.20%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.44%-ით მეტი). დეპოზიტების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 13.88% შეადგინა.

დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციები აჩვენებს, რომ ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 224.67 მილიონი ლარით, ანუ 0.72%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.91%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 93.17 მილიონი ლარით, ანუ 0.27%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 0.00%-ით).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2025 წლის ნოემბრის ბოლოსათვის 52.09 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.87 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.75 პროცენტული პუნქტით).

ნოემბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.82% შეადგინა. მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 8.98%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.43%

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 78.68%, ხოლო ევროს წილმა 19.85% შეადგინა.

მსგავსი სიახლეები

საქართველოს ეროვნული ბანკი მაისის “მონეტარული პოლიტიკის ანგარიშს” აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მაისის “მონეტარული პოლიტიკის ანგარიშს” აქვეყნებს

ეროვნულმა ბანკმა საზოგადოებასთან კომუნიკაციის გაძლიერების მიზნით, გასულ წელს მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაციის ახალი, სცენარებზე დაფუძნებული მიდგომა დანერგა, რომლითაც სებ-ში თვლიან, რომ უფრო…
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8.25%-მდე გაზარდა

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8.25%-მდე გაზარდა

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით 8,25%-მდე გაზარდა. სებ-ი ამ გადაწყვეტილებას ახლო აღმოსავლეთში დაწყებულ ომს და მისგან…
ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, სსფ-ის წესდების მეოთხე მუხლის დებულებით გათვალისწინებული კონსულტაციების ფარგლებში, საქართველოში სამუშაობა ვიზიტი დაიწყო. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დღეს…