საქართველოს საგარეო ვალი $9 მილიარდია – საგარეო კრედიტების უდიდესი ნაწილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან აღებული სესხებია

საქართველოს საგარეო ვალი $9 მილიარდია – საგარეო კრედიტების უდიდესი ნაწილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან აღებული სესხებია

ფინანსთა სამინისტრომ 2026 წლის ივნისის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ვალის მთლიანი მოცულობა 9 მილიარდ დოლარს აღწევს, რაც წინა თვესთან შედარებით 132 მილიონ დოლარით არის შემცირებული, ხოლო ერთწლიან ჭრილში კი 150 მილიონი დოლარით ნაკლებია.

წინა თვესთან შედარებით ვალის შემცირებაზე გავლენა მოახდინა ივნისის განმავლობაში ვალუტის გამყარების ტენდენციამ, რადგან პერიოდის განმავლობაში ევრო, რომელშიც საქართველოს საგარეო ვალის 2/3 არის ნომინირებული დოლართან გაუფასურდა, რამაც დოლარში გამოსახული ვალის მოცულობა შეამცირა.

საქართველოს საგარეო კრედიტების უდიდესი ნაწილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წინაშე აღებულ სესხებს უკავშირდება. 

 

კრედიტორიჯამური ვალი
აზიის განვითარების ბანკი (ADB)$2.49 მილიარდი დოლარი
მსოფლიო ბანკი$2.25 მილიარდი დოლარი
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB)$1.18 მილიარდი დოლარი
საფრანგეთი$838 მილიონი დოლარი
გერმანია$545 მილიონი დოლარი
ევრობონდი$506 მილიონი დოლარი
ეროვნული ბანკის ვალი IMF-ის მიმართ$262 მილიონი დოლარი
აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB)$238 მილიონი დოლარი
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD)$216 მილიონი დოლარი
ევროკავშირი$149 მილიონი დოლარი
მთავრობის ვალი IMF-ის მიმართ$134 მილიონი დოლარი
იაპონია$105 მილიონი დოლარი
სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD)$35 მილიონი დოლარი
ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB)$16 მილიონი დოლარი
ავსტრია$8 მილიონი დოლარი
ქუვეითი$6 მილიონი დოლარი
სკანდინავიური გარემოს დაცვის საფინანსო კორპორაცია (NEFCO)$5 მილიონი დოლარი
ამერიკის შეერთებული შტატები$4 მილიონი დოლარი
თურქმენეთი$0.2 მილიონი დოლარი

მსგავსი სიახლეები