2024 წელს საქართველოს $23.4 მილიარდიან სავაჭრო ბრუნვაში მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები თურქეთი, რუსეთი და აშშ იყვნენ.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული 2024 წლის ვაჭრობის წინასწარი მონაცემებით, საგარეო სავაჭრო ბრუნვამ გასულ წელს 8%-ით 23 მილიარდ 435 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
2024 წელს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.9% შეადგინა. ამასთან, გასულ წელს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების TOP-10-ეულიდან ვაჭრობა მხოლოდ აზერბაიჯანთან, სომხეთთან და იაპონიასთან შემცირდა. სხვა სავაჭრო პარტნიორებთან კი გაიზარდა.
ექსპორტი 2024 წელს 7.8%-ით 6 მილიარდ 560 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში 81.5%-ია. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი, ყაზახეთი და აზერბაიჯანი. უნდა აღინიშნოს, რომ რეიტინგში ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერობა საქართველოს გავლით ავტომობილების რეექსპორტის გაზრდილი მაჩვენებლებით არის განპირობებული.
რაც შეეხება იმპორტს, 2024 წელს იმპორტი 8.1%-ით 16 მილიარდ 874 მილიონ დოლარამდეა გაზრდილი. ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილი მთლიან იმპორტში 69.9%-ია. პირველ სამეულს თურქეთი, აშშ და რუსეთი ადგენენ.
არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების ნაცვლად, მხარდაჭერა მიმართულია თანამედროვე ბაღების გაშენებისა და ხარისხიანი პროდუქციის წარმოებისკენ – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის…
გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და “კრიოსფეროს ფონდს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების მთავარი მიზანი საქართველოს საერთაშორისო ანტარქტიდულ და კრიოსფერულ სამეცნიერო საქმიანობაში ჩართვა…
„28 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია და მოსწავლეები მალე ახალ სასწავლო წელს განახლებულ გარემოში დაიწყებენ. წლის ბოლომდე კი კიდევ 25 სკოლის…