საქართველოში კონდიციონერების და სარეცხი მანქანების იმპორტი მზარდია

საქართველოში კონდიციონერების და სარეცხი მანქანების იმპორტი მზარდია

საქართველოში კონდიციონერების და სარეცხი მანქანების იმპორტი მზარდია.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული საგარეო ვაჭრობის პუბლიკაციის თანახმად, 2023 წელს საქართველოში 189 187 ცალი $41,6 მლნ-ის სარეცხი მანქანა შემოვიტანეთ, მაშინ როცა 2022 წელს 129 920 ($29,7 მლნ), 2021 წელს – 110 229 ($23 მლნ), ხოლო 2020 წელს – 90 311 ცალი ($17,7).

მიმდინარე წლის მხოლოდ პირველ ხუთ თვეში კი სარეცხი მანქანის იმპორტი 13,5 მლნ აშშ დოლარს აღწევს, მათგან რეექსპორტმა 309 000 დოლარი შეადგინა და მეტწილად სომხეთში, აზერბაიჯანსა და უკრაინაში გავიდა. რაც შეეხება საიმპორტო ქვეყნებს, წელს, აღნიშნული ტექნიკის უმეტესობა ჩინეთიდან, თურქეთიდან და პოლონეთიდან შემოვიტანეთ.

რაც შეეხება კონდიციონერებს, 2023 წელს 146 158 კონდიციონერი ($32,8 მლნ), 2022 წელს – 96 854 ($27,4 მლნ), 2021 წელს კი 45 919 კონდიციონერი ($11,2 მლნ) შემოვიტანეთ. მიმდინარე წლის მხოლოდ ხუთ თვეში კი, კონდიციონერების იმპორტმა უკვე $33,4 მლნ შეადგინა. მთავარი საიმპორტო ქვეყნები წელს, ჩინეთი, თურქეთი და სინგაპურია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ შემოტანილი კონდიციონერების რეექსპორტი ძირითადად სომხეთსა და აზერბაიჯანში განხორციელდა, რამაც $3 მლნ შეადგინა.

მსგავსი სიახლეები

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი თბილისში მომდევნო კვირას იქნება – მინისტრი

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი თბილისში მომდევნო კვირას იქნება…

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი “ჯივინოსტატი” საქართველოში მომდევნო კვირის დასაწყისში შემოვა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის განმარტებით,…
რესტორანში ხინკალი 10%-ით გაძვირდა – საქსტატი

რესტორანში ხინკალი 10%-ით გაძვირდა – საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, გაძვირების ტენდენცია აგვისტოშიც გაგრძელდა და რესტორანში სადილის საშუალო ფასი წლიურად 12%-ით გაიზარდა. 2026 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში…
აგვისტოში საქართველოში ინფლაცია 5.6%-მდე გაიზარდა – საქსტატი

აგვისტოში საქართველოში ინფლაცია 5.6%-მდე გაიზარდა – საქსტატი

საქსტატის თანახმად, 2026 წლის აგვისტოში საქართველოში წლიური ინფლაცია 5.6%-მდე გაიზარდა, ეს წინა თვესთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით მეტია და ეროვნული ბანკის…