საქართველოში ჩინური ავტომობილების იმპორტი გაორმაგდა

საქართველოში ჩინური ავტომობილების იმპორტი გაორმაგდა

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ჩინეთიდან ავტომობილების იმპორტი გაორმაგდა – აღნიშნულ პერიოდში საქართველოში სულ $22 მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილების იმპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ორჯერ მეტია. აღნიშნული მატებით, ჩინეთმა საქართველოს 1.2-მილიარდიან ავტოიმპორტის სექტორში მეხუთე ადგილი დაიკავა. შედარებისთვის, 2023 წლის ანალოგიურ პეიროდში ჩინეთს საქართველოს ავტოიმპორტის რეიტინგში მეთერთმეტე ადგილი ეკავა.

საქსტატის თანახმად, პერიოდის განმავლობაში ჩინეთიდან საქართველოში სულ 1,365 ერთეული ავტომობილი შემოვიდა, რომელთა საშუალო ფასმაც 16 ათასი დოლარი შეადგინა.

სტატისტიკის თანახმად, ჩინეთიდან იმპორტირებული ავტომობილებიდან 448 ელექტრომობილი იყო, რომელთა ღირებულებამაც 12 მილიონი დოლარი შეადგინა. ამ მაჩვენებლით, ჩინეთი საქართველოში ელექტრომობილების იმპორტის მეორე მოთამაშეა აშშ-ის შემდეგ, საიდანაც 2024 წლის პირველ ნახევარში 876 ელექტრომობილის იმპორტი განხორციელდა.

ამასთან მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ჩინეთთან ავტოვაჭრობის კავშირების დაახლოების მიზნით ქუთაისში ავტობაზრობის შექმნაც განიხილება, რის შესახებაც საქართველოში ჩინეთის ელჩმა ჭოუ ციენმა მაისში განაცხადა.

„ბევრი ჩინური კომპანიაა საქართველოში ინვესტიციებით დაინტერესებული. იგეგმება, რომ საქართველოში ჩინეთიდან შემოტანილი ავტომობილების ბაზრობა მოეწყოს. შეიძლება, ეს ბაზრობა ქუთაისში განთავსდეს. ჩინური კომპანიების კიდევ მრავალი ინვესტიცია და გეგმა არსებობს,”- განაცხადა ელჩმა.

მსგავსი სიახლეები

საქართველოს საერთაშორისო რეზერვებში ოქროს ღირებულება $1.1 მილიარდამდე გაიზარდა | სებ

საქართველოს საერთაშორისო რეზერვებში ოქროს ღირებულება $1.1 მილიარდამდე გაიზარდა |…

2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით, ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება წინა თვესთან შედარებით 135 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 1.149.2…
თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება/მშენებლობა იწყება – EYE-სთან ხელშეკრულება გაფორმდა

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება/მშენებლობა იწყება – EYE-სთან ხელშეკრულება გაფორმდა

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობას თურქული ერთობლივი კომპანია EYE განახორციელებს. თბილისი სატრანსპორტო კომპანიასა და და ტენდერში გამარჯვებულ თურქულ ერთობლივ საწარმო EYE-ს (Emre…
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

7 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6128 ლარი გახდა.…