საქართველო განსაკუთრებული და გამორჩეული ბრენდია – Emaar Properties/Eagle Hills – ის დამფუძნებელი

საქართველო განსაკუთრებული და გამორჩეული ბრენდია – Emaar Properties/Eagle Hills – ის დამფუძნებელი

არაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი დეველოპერის Emaar Properties დამფუძნებლის და მმართველის დირექტორის მოჰამედ ალაბარის შეფასებით, საქართველო დამალული საგანძურია. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი სამუშაო ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფებოდა, რომლის ფარგლებშიც ადგილზე საამიროების უმსხვილესი დეველოპერული კომპანიების Emaar Properties – ის და Eagle Hills-ის განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს გაეცნო. კომპანია Emaar Properties – ის დამფუძნებლის მოჰამედ ალაბარის მიერ დაფუძნებული კომპანია Eagle Hills-ი, რომელიც შექმნილია მასშტაბური საერთაშორისო პროექტებისთვის, საქართველოში უძრავი ქონებისა და ტურისტულ სექტორებში 6 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

“ბევრი მაქვს წაკითხული საქართველოზე. ყურის ქვეყნებიდან და განსაკუთრებით არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ბევრი ვიზიტორის გამოხმაურებას გავეცანი, რომლებმაც იმოგზაურეს საქართველოში – მათ მოეწონათ ბუნება, ხალხი, ადგილობრივი სამზარეულო, ისტორია, ზღვა. შემდეგ, მქონდა პატივი და მიმიწვიეს ამ ქვეყანაში სტუმრად, რაც ჩვენი ურთიერთობის დასაწყისი გახდა“, – განაცხადა ალაბარმა.

მოჰამედ ალაბარის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა მეგობრულია და მთავრობა ცდილობს ხელი შეუწყოს ქვეყანაში ბიზნეს საქმიანობას.

„დაახლოებით 20 ქვეყანაში ვსაქმიანობ და ვხედავ, რომ საქართველოში ყველა მაჩვენებელი კარგია. თქვენი ქვეყანა განსაკუთრებული და გამორჩეული ბრენდია. ჩვენ გვაქვს სპეციალური ფორმულა, რომელიც კარგად ერგება ბათუმს. თუ გადახედავთ ბათუმის ზრდას ბოლო 10-15 წლის განმავლობაში, ის ძალიან საინტერესო ცენტრი ხდება. იმედი მაქვს, რომ იმით, რასაც ვაკეთებთ, როგორ ვაშენებთ საცხოვრებელ ცენტრებს, სასტუმროებსა და პარკებს და სხვა, შევძლებთ განსაკუთრებულობა შევმატოთ მას და ნამდვილად მჯერა, რომ ის შავი ზღვის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილი გახდება“, – აღნიშნა Emaar Properties/Eagle Hills – ის დამფუძნებელმა.

Emaar – მა არაბთა გაერთიანებული საამიროების, განსაკუთრებით, დუბაის ეკონომიკურ წინსვლაში უდიდესი წვლილი შეიტანა. მის სახელს უკავშირდება ისეთი გრანდიოზული პროექტების განვითარება, როგორიცაა მსოფლიოს უდიდესი ცათამბჯენი ბურჯ-ხალიფა, ელიტარული დასახლება დუბაი მარინა, დუბაი მოლი, ფეშენებელური დეველოპერული კომპლექსი რამანის კუნძულებზე აბუ-დაბიში და სხვა.

ეკონომიკის სამინისტროს პრესრელიზში აღნიშნულია, რომ საქართველოთი Emaar რამდენიმე წლის წინ დაინტერესდა და დაახლოებით ერთწლიანი ინტენსიური მოლაპარაკებებისა და ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობების დეტალური შესწავლის შემდეგ, საქართველოში 6 მლრდ აშშ დოლარის ოდენობის საინვესტიციო პროექტის განხორციელების გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამის მემორანდუმს ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში 2025 წლის 27 იანვარს მოეწერა.

როგორც მოჰამედ ალაბარმა აღნიშნა, იმ ქვეყნებში, სადაც Emaar და Eagle Hills- ი საქმიანობს, პროექტის განხორციელებაში ადგილობრივი კადრებია ჩართული. მისი თქმით, ასე იყო ალბანეთში, სერბეთში, ლატვიაში, ეგვიპტეში, მაროკოში, ინდოეთში, საუდის არაბეთსა და უნგრეთში. „ჩვენი სამუშაოს 100% ადგილობრივი ხალხის, ადგილობრივი კომპანიებისა და ადგილობრივი სამშენებლო კომპანიების მიერ ხორციელდება“, – აღნიშნა Emaar Properties/Eagle Hills – ის დამფუძნებელმა.

მსგავსი სიახლეები

ხაშურში, მდინარე მტკვარზე 14-მეგავატიანი ჰესის მშენებლობა იგეგმება

ხაშურში, მდინარე მტკვარზე 14-მეგავატიანი ჰესის მშენებლობა იგეგმება

ხაშურის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარზე, ჰიდროელექტროსადგურის – „ოსიაური ჰესის“ – მშენებლობა იგეგმება. პროექტის შესახებ გარემოსდაცვითი შეფასების პორტალზე გარემოზე ზემოქმედების კვლევა უკვე გამოქვეყნდა.…
“ნენსკრა ჰიდრომ” 2023 წელი ₾16 მილიონიანი ზარალით დაასრულა

“ნენსკრა ჰიდრომ” 2023 წელი ₾16 მილიონიანი ზარალით დაასრულა

სს „ნენსკრა ჰიდრომ“ 2023 წლის ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნა, რომელშიც ასახულია კომპანიის მიმდინარე ფინანსური მდგომარეობა, გამოწვევები და სამომავლო გეგმები. ფინანსური შედეგები 2023…
“ეკონომიკის ბევრ სექტორში არის რესურსი, რომ მოხდეს ნარჩენების ხელმეორედ გამოყენება” – სოლომონ პავლიაშვილი

“ეკონომიკის ბევრ სექტორში არის რესურსი, რომ მოხდეს ნარჩენების ხელმეორედ…

“ეკონომიკის ბევრ სექტორში არის რესურსი, რომ მოხდეს ნარჩენების ხელმეორედ გამოყენება და მივიღოთ ნარჩენებისგან წარმოებული პროდუქცია, რომელიც  თავისთავად ახალ, დამატებით სამუშაო ადგილებს…