საქსტატის თანახმად III კვარტალში FDI 2-ჯერ გაიზარდა – მიზეზები

საქსტატის თანახმად III კვარტალში FDI 2-ჯერ გაიზარდა – მიზეზები

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული III კვარტალის წინასწარი მონაცემებით, ქვეყანაში 533.2 მლნ აშშ დოლარის FDI შემოვიდა, რაც 2024 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 2-ჯერ მეტია.

“ზრდა განპირობებულია სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის ზრდით” – აღნიშნულია პუბლიკაციაში.

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2025 წლის 9 თვეში 11%-ით 1 მილიარდ 296 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, რაც მესამე კვარტალში სავალო ვალდებულებებით გაზრდილი FDI-იმ განაპირობა.

2025 წლის III კვარტალში სააქციო კაპიტალმა 101.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 19.1%-ია. რეინვესტიციამ 340.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და მისი წილი 63.9%-ით განისაზღვრა, ხოლო სავალო ვალდებულებები 90.6 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს და ის მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 17%-ია.

2025 წლის III კვარტალში პირველ ადგილზეა აშშ – 93.5 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 17.5%-ს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება ესპანეთი – 72.1 მლნ. აშშ დოლარით (13.5%), ხოლო მესამეზე თურქეთი – 70.0 მლნ. აშშ დოლარით (13.1%). სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 44.2%-ს შეადგენს.

III კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა:

III კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია უძრავი ქონების სექტორში განხორციელდა და 91.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 17.2%-ია. მეორე ადგილს იკავებს ტრანსპორტის სექტორი – 79.8 მლნ. აშშ დოლარით (15%), ხოლო მესამეს სექტორი – წყალმომარაგება; ნარჩენების მართვა – 71.5 მლნ. აშშ დოლარით (13.4 პროცენტი). სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 45.6% შეადგინა.

III კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა:

მსგავსი სიახლეები

ოქტომბერში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 5.9 პროცენტი შეადგინა –  საქსტატი

ოქტომბერში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 5.9 პროცენტი შეადგინა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში — 0.9 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.9…
რომელი პროდუქტი გაძვირდა ოქტომბერში ყველაზე მეტად? – საქსტატის მონაცემები

რომელი პროდუქტი გაძვირდა ოქტომბერში ყველაზე მეტად? – საქსტატის მონაცემები

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ ტრანსპორტის ჯგუფში. კერძოდ, ფასები გაიზარდა 21.9 პროცენტით, რაც წლიურ…
საქსტატის მონაცემებით, სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 6.0%-ით გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 6.0%-ით გაიზარდა

​სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2026 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.0 პროცენტი შეადგინა,…