საქსტატი: 2025 წელს საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ყირგიზეთი იყო, ყველაზე დიდი იმპორტიორი კი – თურქეთი

საქსტატი: 2025 წელს საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ყირგიზეთი იყო, ყველაზე დიდი იმპორტიორი კი – თურქეთი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.3 პროცენტი შეადგინა.

უმსხვილეს საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს ყირგიზეთი იკავებს 498.8 მლნ. აშშ დოლარით, მეორე ადგილზეა ყაზახეთი, 910.0 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – რუსეთი, 749.3 მლნ. აშშ დოლარით.

რაც შეეხება იმპორტს, საქსტატის ცნობით, 2025 წელს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.5 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან თურქეთი – 2 775.0 მლნ. აშშ დოლარით, აშშ – 2 723.7 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი – 1 985.4 მლნ. აშშ დოლარით.

ამასთან, უწყების ანგარიშით, 2025 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 2 814.4 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 38.6 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 378.9 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო სპირტიანი სასმელები მესამე ადგილზეა 282.5 მლნ. აშშ დოლარით.

ხოლო უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2025 წელს წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 3 870.8 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 20.9 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 1 358.8 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 680.3 მლნ. აშშ დოლარით.

მსგავსი სიახლეები

2025 წელს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის და ღორის სულადობა შემცირდა, ქათმის გაიზარდა – საქსტატი

2025 წელს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის და ღორის სულადობა შემცირდა,…

საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 760.6 ათასი სული შეადგინა, რაც წლიურად 6%-იანი კლებაა. აქედან ფურისა და ფურკამეჩის…
2025 წელს საარსებო შემწეობას 129 ათასზე მეტი ოჯახი იღებდა – საქსტატი

2025 წელს საარსებო შემწეობას 129 ათასზე მეტი ოჯახი იღებდა…

საქსტატის ინფორმაციით, 2025 წელს მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობა 397 ათასამდე გაიზარდა. წლიურად ოჯახების რაოდენობა დაახლოებით 6…
პარლამენტმა „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა

პარლამენტმა „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი პირველი მოსმენით…

პარლამენტმა „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. XI მოწვევის პარლამენტის გახსნით პლენარულ სხდომაზე 81 დეპუტატმა ცვლილებებს მხარი დაუჭირა, წინააღმდეგი 10…