სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მცირე და საშუალო ფერმერების მხარდაჭერას – დავით სონღულაშვილი

სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მცირე და საშუალო ფერმერების მხარდაჭერას – დავით სონღულაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორ კობა კობალაძეს და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩ მუსტაფა თურქერ არისთან ერთად იმერეთის რეგიონში მცხოვრებ ვეტერან ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადასცა.

სამინისტროს ცნობით, ვეტერან ფერმერებს 20 ერთეული ხელის ტრაქტორი თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით გადაეცათ.

დავით სონღულაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის ელჩს და TİKA-ს ვეტერანი ფერმერების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტები ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითია.

„დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ვეტერანი ფერმერების ღვაწლი და მათ მიერ ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახური ჩვენი ხელისუფლებისთვის მუდმივი ყურადღებისა და ზრუნვის საგანია. სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სოფლის მეურნეობის განვითარებას და ფერმერების, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო ფერმერების მხარდაჭერას. ამ მხარდაჭერის ფარგლებში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ხელმისაწვდომობას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ქვეყნის ეკონომიკაზე აისახება და ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას”, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა

სამინისტროს ინფორმაციით, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გადაცემა ვეტერანი ფერმერების სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობასა და მათი შესაძლებლობების გაძლიერებას ემსახურება.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) შორის პარტნიორობა 2017 წელს დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში, თურქული მხარის ხელშეწყობით, ვეტერანებისთვის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, მათ შორის, სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის მიმართულებებით.

მსგავსი სიახლეები

“ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ მეცხვარეობის განვითარებას” – სონღულაშვილი

“ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ მეცხვარეობის განვითარებას” – სონღულაშვილი

“ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ მეცხვარეობის განვითარებას და ფერმერებს გაფართოების შესაძლებლობა მივცეთ”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით…
დავით სონღულაშვილი ტაჯიკეთის სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა

დავით სონღულაშვილი ტაჯიკეთის სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ტაჯიკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ტაჯიკეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს, ქურბონ ჰაკიმზოდას…
„ფალსიფიცირებული ღვინის ადგილი საქართველოში არ არის” – დავით სონღულაშვილი

„ფალსიფიცირებული ღვინის ადგილი საქართველოში არ არის” – დავით სონღულაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ფალსიფიცირებული ღვინის წინააღმდეგ სახელმწიფოს მკაცრ პოლიტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მიდგომა…