სებ-მა ვალუტის გადამცვლელი ორი პუნქტი 228 600 ლარით დააჯარიმა

სებ-მა ვალუტის გადამცვლელი ორი პუნქტი 228 600 ლარით დააჯარიმა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონისა და შესაბამისი რეგულაციების დარღვევის გამო ვალუტის გადამცვლელი პუნქტები შპს „მ+“ და შპს „TETIS TRUST“-ი დააჯარიმა. სების გადაწყვეტილებით, ფულადმა ჯარიმამ 228 600 ლარი შეადგინა.

შპს „მ+“-ის დარღვევები და 213 600-ლარიანი ჯარიმა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტით დარღვევები შემდეგია:

  • აღრიცხვის წესების დარღვევა: ყველაზე მასშტაბური დარღვევა კლიენტებისა და გარიგებების შესახებ ინფორმაციის სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში აღურიცხაობის 28 ფაქტია. მხოლოდ ამ მუხლით კომპანიას 196 000 ლარის ჯარიმა დაეკისრა.
  • პროგრამული უზრუნველყოფის ხარვეზები: დანერგილი პროგრამული სისტემა ვერ უზრუნველყოფს საეჭვო, უჩვეულო და დანაწევრებული გარიგებების გამოვლენას, ასევე ვერ ახდენს პირთა შემოწმებას სანქცირებულთა და პოლიტიკურად აქტიურ პირთა სიებში. ეს დარღვევა 10 000 ლარით შეფასდა.
  • ანგარიშგების დარღვევა: ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის ინფორმაციის წარდგენის წესის დაუცველობა (2 ფაქტი) და ინფორმაციის წარუდგენლობა (1 ფაქტი) ჯამში 2 600 ლარი დაჯდა.
  • შიდა კონტროლი და იდენტიფიკაცია: შიდა ინსტრუქციის არარსებობისა და კლიენტის საქმიანობის არსის დაუდგენლობის გამო კომპანია დამატებით 5 000 ლარით დაჯარიმდა.

 

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიის წილის 100% ცოტნე დევდარიანს ეკუთვნის და დირექტორიც თავადაა.

შპს „TETIS TRUST“-ის დარღვევები

შპს „TETIS TRUST“-ს ეროვნულმა ბანკმა ჯამში 15 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა, რაც შემდეგი დარღვევებით იყო განპირობებული:

  • პროგრამული ხარვეზები: სისტემა ვერ ახდენდა უჩვეულო და ურთიერთდაკავშირებული გარიგებების იდენტიფიცირებას, ასევე პირთა გადამოწმებას შესაბამის „შავ სიებში“ (10 000 ლარი).
  • შიდა ინსტრუქცია: კომპანიის შიდა პოლიტიკა არ შეესაბამებოდა კანონმდებლობას და ეყრდნობოდა მოძველებულ ნორმატიულ აქტებს (3 000 ლარი).
  • კლიენტის იდენტიფიკაცია: კლიენტის საქმიანობის არსის დაუდგენლობის ერთი შემთხვევა (2 000 ლარი).

 

კომპანიის წილის 100%-ის მფლობელი ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე მაჯიდ ფოროუზანდეჰ ჰაფშეჯანია. ისაა კომპანიის ერთპიროვნული დირექტორიც.

მსგავსი სიახლეები

“ივნისში წლიურმა ინფლაციამ 5.8%, ხოლო თვის ინფლაციამ 0.1% შეადგინა” – სებ-ი “თვის მიმოხილვას” აქვეყნებს

“ივნისში წლიურმა ინფლაციამ 5.8%, ხოლო თვის ინფლაციამ 0.1% შეადგინა”…

საქართველოს ეროვნული ბანკი “თვის მიმოხილვას” აქვეყნებს. დოკუმენტში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალური ანალიზია. სებ-ი წერს,…
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8.25%-ზე დატოვა

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8.25%-ზე დატოვა

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8.25%-ზე დატოვა. სებ-ი მიუთითებს, რომ მაისში ინფლაციის შემცირების ტენდენცია გამოიკვეთა, ხოლო ახლო აღმოსავლეთში…
მაისში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა წლიურად 7.1%-ით გაიზარდა – სებ

მაისში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა წლიურად 7.1%-ით გაიზარდა…

2026 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 339.85 მლნ აშშ დოლარი (911.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 7.1% ით (22.4 მლნ…