სექტემბერში საბანკო დაკრედიტება 760 მილიონი ლარით გაიზარდა

სექტემბერში საბანკო დაკრედიტება 760 მილიონი ლარით გაიზარდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ 2025 წლის სექტემბრისთვის 67.52 მილიარდი ლარი შეადგინა. რაც 760 მილიონი ლარით (1.14%-ით) მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე. სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 13.32% შეადგინა. ამავე პერიოდში, წინა თვესთან შედარებით ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 561.08 მლნ ლარით (1.46%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 198.96 მლნ ლარით (0.70%-ით) გაიზარდა. “რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2025 წლის სექტემბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 10.70 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.58%-ით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით 19.14 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.89%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.23 %-ით მეტი). 2025 წლის სექტემბრის განმავლობაში 1.59%-ით, ანუ 549.96 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და სექტემბრის ბოლოსათვის 35.14 მილიარდი ლარი შეადგინა 2025 წლის სექტემბრის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 57.77% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.18 პროცენტული პუნქტით,”- ნათქვამია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაში.

მსგავსი სიახლეები

“ქვეყნის განათლების სისტემაში რეფორმები სწორი მიმართულებით ხორციელდება” – გივი მიქანაძე

“ქვეყნის განათლების სისტემაში რეფორმები სწორი მიმართულებით ხორციელდება” – გივი…

“დღეს მივიღეთ ოფიციალური წერილი უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრისგან, რომლის თანახმად საქართველოს აღუდგა EQAR-ის რეგისტრაცია. ეს არის ის…
როდიდან გაიზრდება უმაღლეს სასწავლებლებში პროფესორთა ანაზღაურება? – კაკაურიძის პასუხი

როდიდან გაიზრდება უმაღლეს სასწავლებლებში პროფესორთა ანაზღაურება? – კაკაურიძის პასუხი

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ვერ ამბობს როდის მიაღწევს უნივერსიტეტების ლექტორების ანაზღაურება 10 ათას ლარს, თუმცა ამბობს, რომ ხელფასის ზრდა ეტაპობრივად…
პარლამენტმა 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსიის განხილვა დაიწყო

პარლამენტმა 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსიის განხილვა დაიწყო

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი ვერსია განიხილა. ბიუჯეტის პროექტი სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა…