სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

2024 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.1%-ით (3.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2023 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, გზავნილების კლება ძირითადად რუსეთის ფედერაციიდან გადმორიცხვების შემცირებას უკავშირდება, რაც თავის მხრივ მიგრაციული ეფექტების მილევასთან არის დაკავშირებული. რუსეთიდან საქართველოში მხოლოდ 36 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც წინა წელთან შედარებით 40%-ით ნაკლებია, რის შედეგადაც რუსეთმა გზავნილებში მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა, პირველი ადგილი კი უკვე რამდენიმე თვეა იტალიას უჭირავს, საიდანაც სექტემბერში $50 მილიონი გამოიგზავნა, რაც წლიურად 13%-ით არის მომატებული. მეორე პოზიციას 49 მილიონი დოლარით აშშ იკავებს, საიდანაც გზავნილები სექტემბერში 18%-იანი ტემპით გაიზარდა.

მსგავსი სიახლეები

მარიამ ქვრივიშვილმა ისრაელის ახლად დანიშნულ ელჩთან, ვალიდ აბუ ჰაიასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

მარიამ ქვრივიშვილმა ისრაელის ახლად დანიშნულ ელჩთან, ვალიდ აბუ ჰაიასთან…

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ვალიდ აბუ ჰაიასთან.…
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8.25%-ზე დატოვა

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8.25%-ზე დატოვა

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8.25%-ზე დატოვა. სებ-ი მიუთითებს, რომ მაისში ინფლაციის შემცირების ტენდენცია გამოიკვეთა, ხოლო ახლო აღმოსავლეთში…
მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხული თანხების მოცულობამ $36.9 მილიონი შეადგინა – სად ვრიცხავთ ყველაზე მეტს?

მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხული თანხების მოცულობამ $36.9 მილიონი შეადგინა…

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხული თანხების მოცულობამ 36.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი წინა თვესთან, ანუ…