სექტემბერში, ყაზახეთში საქართველოს მთავრობის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი გაიმართება – სავაჭრო-სამრეწველო პალატა

სექტემბერში, ყაზახეთში საქართველოს მთავრობის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი გაიმართება – სავაჭრო-სამრეწველო პალატა

მიმდინარე წლის 19 სექტემბერს ყაზახეთშიქალაქ ასტანაში გაიმართება საქართველოს მთავრობის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი პირველი ვიცეპრემიერისეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ბატონი ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით. ინფორმაციას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ავრცელებს.

მათი ცნობით, სამთავრობო ვიზიტის ფარგლებში, ყაზახეთის მთავრობის თანაორგანიზებით, დაგეგმილია წლის ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიებასაქართველოყაზახეთის ბიზნეს ფორუმი. ფორუმის ფარგლებში გაიმართება ბიზნეს შეხვედრები კერძო სექტორისა (B2B) და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან (G2B), რაც შესაძლებლობას მოგცემთ დაგეგმოთ ორმხრივი შეხვედრები არამხოლოდ მსხვილ ყაზახურ კომპანიებთან, არამედ სახელმწიფო სტრუქტურებისა და სააგენტოების წარმომადგენლებთან.

ყაზახეთი არის საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი საექსპორტო პარტნიორი და წარმოადგენს მნიშვნელოვან ბაზარს ქართული პროდუქციის რეალიზაციისათვის და ინვესტიციების მოზიდვისათვის. შეხვედრებზე მოწვეული იქნებიან ყაზახური კომპანიები და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები თქვენი ინტერესებისა და მოთხოვნილი სექტორების შესაბამისად.

მსგავსი სიახლეები

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი თბილისში მომდევნო კვირას იქნება – მინისტრი

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი თბილისში მომდევნო კვირას იქნება…

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი “ჯივინოსტატი” საქართველოში მომდევნო კვირის დასაწყისში შემოვა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის განმარტებით,…
რესტორანში ხინკალი 10%-ით გაძვირდა – საქსტატი

რესტორანში ხინკალი 10%-ით გაძვირდა – საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, გაძვირების ტენდენცია აგვისტოშიც გაგრძელდა და რესტორანში სადილის საშუალო ფასი წლიურად 12%-ით გაიზარდა. 2026 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში…
აგვისტოში საქართველოში ინფლაცია 5.6%-მდე გაიზარდა – საქსტატი

აგვისტოში საქართველოში ინფლაცია 5.6%-მდე გაიზარდა – საქსტატი

საქსტატის თანახმად, 2026 წლის აგვისტოში საქართველოში წლიური ინფლაცია 5.6%-მდე გაიზარდა, ეს წინა თვესთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით მეტია და ეროვნული ბანკის…