სოფლის მეურნეობის სამინისტროში ხორბლის კარგ მოსავალს ელიან – მინისტრის მოადგილე მეხორბლეებს შეხვდა

სოფლის მეურნეობის სამინისტროში ხორბლის კარგ მოსავალს ელიან – მინისტრის მოადგილე მეხორბლეებს შეხვდა

სოფლის მეურნეობის სამინისტროში წელს ხორბლის კარგ მოსავალს პროგნოზირებენ. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა თენგიზ ნასარიძემ მეხორბლე ფერმერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მეხორბლე ფერმერებთან და წისქვილკომბინატების წარმომადგენლებთან შეხვედრისას ხორბლის მოსავლის აღებას, დაბინავებისა და რეალიზაციაში ხელის შეწყობის საკითხები განიხილეს. მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ წელს ჰექტარზე გაზრდილ მოსავალს ელიან. უწყების პროგნოზებით გაუმჯობესებულია ხორბლის ხარისხიც.

„აქტიურად ამოქმედდა სამინისტროში შექმნილი საკოორდინაციო შტაბი, რომელიც მიმდინარე პროცესების კოორდინაციაში აქტიურად იქნება ჩართული. წელს ძალიან კარგ მოსავალს ველით, ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. ბოლო წლების გამოწვევების შემდეგ მოხარული ვართ, რომ საჰექტრო მოსავლიანობის და მთლიანად ხარისხის სურათი საკმაოდ პოზიტიურია. ვთვლით, რომ პროცესი კარგად უნდა წარიმართოს“, – განაცხადა თენგიზ ნასარიძემ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო შესაბამისი ტექნიკით უზრუნველყოფის მნიშვნელობას. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განცხადებით, სახელმწიფო კომპანიის 30 კომბაინი უკვე მობილიზებულია და საჭიროებისთანავე პროცესში ჩაერთვება.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივი ფერმერები ხორბლის მოსავლის აღების შტაბის შექმნას მიესალმებიან. რომელთაც მოსავლიანობის და ხარისხის კუთხით დადებითი მოლოდინები აქვთ.

მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ბენიაიძე ამბობს, რომ მიმდინარე წელი ბევრი ფერმერისთვის გადამწყვეტი იქნება, კვლავ გააგრძელებს თუ არა საქმიანობას. რადგან გასულ პერიოდში სექტორს ხორბლის დაბალი ფასის გამო, მარაგების რეალიზაციის პრობლემა ჰქონდა, ფერმერებმა შემოსავალი ვერ მიიღეს, რამაც ნათესი ფართობების შემცირება გამოიწვია, შესაბამისად სამინისტროსგან განსხვავებით მეხორბლე ფერმერები წელს, მოსავლიანობის შემცირებაზე საუბრობენ. BMG-სთან არსებულ ტენდენციებსა და გამოწვევებზე საუბრისას, ნიკოლოზ ბენიაიძემ აღნიშნა, რომ თუ წელს ადგილობრივი ხორბალი თვითღირებულებაში, 70 თეთრად მაინც არ გაიყიდება, ფერმერები დაგროვილი ვალების გასტუმრებას და საქმიანობის გაგრძელებას ვერ შეძლებენ.

შეგახსენებთ, საქართველოში მეხორბლეობის დარგისთვის გამოწვევები 2022 წელს დაიწყო. ხორბლის იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა. ამის მიზეზიც მთავარ საიმპორტო ბაზარზე – რუსეთში ხორბლის ექსპორტზე დაწესებული ბაჟი იყო, რომელიც ხორბლის იმპორტიორებს საქონლის შეძენას უძვირდებდა. ამასთან, 2022 წელს რეკორდულად გაიზარდა ფქვილის იმპორტი, რადგან იმავე რუსეთში ამ დასახელების საქონელზე ნულოვანი საექსპორტო გადასახადი მოქმედებდა. შედეგად საქართველოში ხორბლის ადგილობრივი გადამუშავება, ფაქტობრივად გაჩერდა, ფერმერებს კი მოყვანილი მოსავალი ჩაუბარებელი რჩებოდათ. საპასუხოდ, მთავრობამ დროებითი საიმპორტო გადასახადი დააწესა ქერზე (100 ლარი), ქატოსა (100 ლარი) და ფქვილზე (250 ლარი), რომელიც ბოლო გახანგრძლივების შედეგად, 1-ელ სექტემბრამდე იმოქმედებს.

მიმდინარე წლის მონაცემებით, ფქვილის იმპორტი შემცირდა, ხოლო ხორბლის – გაიზარდა.

მსგავსი სიახლეები

საქართველოს საერთაშორისო რეზერვებში ოქროს ღირებულება $1.1 მილიარდამდე გაიზარდა | სებ

საქართველოს საერთაშორისო რეზერვებში ოქროს ღირებულება $1.1 მილიარდამდე გაიზარდა |…

2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით, ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება წინა თვესთან შედარებით 135 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 1.149.2…
თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება/მშენებლობა იწყება – EYE-სთან ხელშეკრულება გაფორმდა

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება/მშენებლობა იწყება – EYE-სთან ხელშეკრულება გაფორმდა

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობას თურქული ერთობლივი კომპანია EYE განახორციელებს. თბილისი სატრანსპორტო კომპანიასა და და ტენდერში გამარჯვებულ თურქულ ერთობლივ საწარმო EYE-ს (Emre…
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

7 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6128 ლარი გახდა.…