სტამბოლში საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელები შეხვდნენ – რა განიხილეს?

სტამბოლში საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელები შეხვდნენ – რა განიხილეს?

7 ოქტომბერს, სტამბოლში, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის რესპუბლიკების საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელი პირების ერთობლივი, საბაჟო კომიტეტის რიგით მე-6 შეხვედრა გაიმართა. შემოსავლების სამსახურის ცნობით, მასში მონაწილეობა მიიღეს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ, თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ სეზაი უჩარმაკმა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარემ, შაჰინ ბაგიროვმა.

უწყების ინფორმაციით, სამმხრივ შეხვედრაზე ხაზი გაესვა მეზობელ ქვეყნებს შორის, თანამშრომლობის გაღრმავებას, საბაჟო კონტროლის პროცედურების გამარტივების და რეგიონის, როგორც სავაჭრო დერეფნების კონკურენტუნარიანობის ზრდას. რისი წინაპირობაცაა არსებული ინფორმაციისა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარება, ასევე უახლესი ელექტრონული სისტემების ინტეგრაცია და ერთობლივი, მოქნილი კონტროლის მექანიზმების დანერგვა.

ამასთან, საბაჟო ადმინისტრაციებს შორის, გაგრძელდება მჭიდრო, კოორდინირებული თანამშრომლობა და ეფექტიანი ქმედითი მონაწილეობა საბაჟო სამართალდარღვევების წინააღმდეგ ბრძოლაში.

ერთობლივი კომიტეტის ფარგლებში, დელეგაციების წევრებმა იმსჯელეს, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის ეფექტიანობის გაზრდისა და საბაჟო პროცედურების დაჩქარების მიზნით, სასაზღვრო გამშვები პუნქტების სრული გაციფრულების თაობაზე (ელექტრონული ინფორმაციის გაცვლის თაობაზე), რაც შემდგომ კიდევ უფრო შეამცირებს საბაჟო ფორმალობებისთვის საჭირო დროს და შესაბამისად სატრანსპორტო ხარჯებს.

სამმხრივი კომიტეტის ფორმატში, მხარეებმა აღნიშნეს, რომ ისინი მიესალმებიან გადაწყვეტილებას საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის, ერთობლივი საბაჟო გამშვები პუნქტის „აბრეშუმის გზა – იპექ-იოლუს“ ოქმის ხელმოწერის პროცედურების დასრულების შესახებ და შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა, რათა ხელმოწერის პროცესი უახლოეს მომავალში განხორციელდეს. სამი ქვეყნის დელეგაციის ხელმძღვანელებმა გამოთქვეს მზაობა განაგრძონ თანამშრომლობა ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის (AEO) გაუმჯობესების მიმართულებითაც.

შეხვედრის დასასრულს, ირაკლი (დაჩი) ბერაიამ ხაზი გაუსვა სამ ქვეყანას შორის საბაჟო სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას.

„მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობა, არა მხოლოდ რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის გაძლიერების, არამედ ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური კეთილდღეობისა და სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. გულითად მადლობას ვუხდი შეხვედრის ორგანიზატორებს და ვიმედოვნებ, რომ სწორი ხედვით და ერთიანობით, ჩვენ უფრო მეტ წარმატებას მივაღწევთ“ – აღნიშნა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ.

თურქეთში გამართულ სამუშაო შეხვედრებს ესწრებოდნენ საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მიხეილ ჩოკოშვილი, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, სამსონ ურიდია, ასევე თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, გიორგი მესხელი და სხვა ხელმძღვანელი პირები.

მსგავსი სიახლეები

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე იტალიის ელჩს შეხვდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე იტალიის ელჩს შეხვდა

საქართველოს საპატრიარქოში უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო მესამე საქართველოში იტალიის საგანგებო და…
EBRD-ის ტუნისის ოფისის ხელმძღვანელად გიორგი ახალკაცი დაინიშნა

EBRD-ის ტუნისის ოფისის ხელმძღვანელად გიორგი ახალკაცი დაინიშნა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) გიორგი ახალკაცი ტუნისის ახალი ოფისის ხელმძღვანელად დანიშნა. გიორგი ახალკაცი ახალ თანამდებობას 2026 წლის 1 სექტემბერს დაიკავებს…
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია პროექტების ზედამხედველობის ახალი მოდელის დანერგვას გეგმავს

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია პროექტების ზედამხედველობის ახალი მოდელის დანერგვას გეგმავს

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ინფრასტრუქტურული პროექტების ზედამხედველობის სისტემის გაძლიერების მიზნით ახალი მოდელის დანერგვას გეგმავს. ინფრასტრუქრურის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაგეგმილი ცვლილება…