ტურიზმის ადმინისტრაციამ ჯეიმი ოლივერს საქართველოს პოპულარიზაციისთვის ₾3.2 მლნ გადაუხადა

ტურიზმის ადმინისტრაციამ ჯეიმი ოლივერს საქართველოს პოპულარიზაციისთვის ₾3.2 მლნ გადაუხადა

საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას საქართველოზე ეპიზოდის გადაღებისთვის ბრიტანელი წამყვანის, ჯეიმი ოლივერის მოწვევა 3,228,885 ლარი დაუჯდა – ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინვოისიდან და კონტრაქტიდან ხდება ცნობილი. BMG-იმ აღნიშნული კონტრაქტის შესახებ ტურიზმის ადმინისტრაციისგან საჯარო ინფორმაცია ჯერ კიდევ ივლისში გამოითხოვა, თუმცა აღნიშნულ წერილზე პასუხი არ მიგვიღია.

ჯეიმი ოლივერი ბრიტანელი წამყვანი და შეფია, რომელსაც Youtube-ზე 6 მილიონი, Instagram-ზე 10.5 მილიონი გამომწერი ჰყავს. ტურიზმის ადმინისტრაციამ ჯეიმი ოლივერის პროდაქშენ კომპანიასთან 3,228,885 ლარის ღირებულების კონტრაქტი მიმდინარე წლის აპრილში გააფორმა.

თავად ჯეიმი ოლივერმა საქართველოს შესახებ მომზადებულ კონტენტზე პოსტები სექტემბერში გამოაქვეყნა. Youtube-ზე მისმა გვერდმა დადო ორი ვიდეო 12 და 9 წუთის ხანგრძლივობით, რომლებშიც ის ქართულ სუფრასა და ხაჭაპურის მომზადებაზე საუბრობს. პირველ ვიდეოს 75 ათასი, მეორეს კი 129 ათასი ნახვა აქვს. Instagram-ზე კი მის Reel-ს 823 ათასი ნახვა და 25 ათასი ლაიქი აქვს.

მსგავსი სიახლეები

“ქვეყნის განათლების სისტემაში რეფორმები სწორი მიმართულებით ხორციელდება” – გივი მიქანაძე

“ქვეყნის განათლების სისტემაში რეფორმები სწორი მიმართულებით ხორციელდება” – გივი…

“დღეს მივიღეთ ოფიციალური წერილი უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრისგან, რომლის თანახმად საქართველოს აღუდგა EQAR-ის რეგისტრაცია. ეს არის ის…
როდიდან გაიზრდება უმაღლეს სასწავლებლებში პროფესორთა ანაზღაურება? – კაკაურიძის პასუხი

როდიდან გაიზრდება უმაღლეს სასწავლებლებში პროფესორთა ანაზღაურება? – კაკაურიძის პასუხი

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ვერ ამბობს როდის მიაღწევს უნივერსიტეტების ლექტორების ანაზღაურება 10 ათას ლარს, თუმცა ამბობს, რომ ხელფასის ზრდა ეტაპობრივად…
პარლამენტმა 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსიის განხილვა დაიწყო

პარლამენტმა 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსიის განხილვა დაიწყო

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი ვერსია განიხილა. ბიუჯეტის პროექტი სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა…