ფოთის პორტმა 6 თვეში 272 178 TEU კონტეინერი დაამუშავა – როგორია ტვირთბრუნვა ნავსადგურში?

ფოთის პორტმა 6 თვეში 272 178 TEU კონტეინერი დაამუშავა – როგორია ტვირთბრუნვა ნავსადგურში?

ფოთის საზღვაო ნავსადგური 2024 წლის პირველ ნახევარში 272,178 TEU კონტეინერს მოემსახურა. APM Terminals Poti-ის მონაცემებით, 2024 წლის იანვრიდან დღემდე, ნავსადგურში ყველაზე მეტი – 53 129 TEU კონტეინერი მაისში დამუშავდა. კონტეინერების გადამუშავებაში წლიურად კლება 7.6%-ია. 2023 წლის 6 თვეში 294 676 ერთეული კონტეინერი იყო გადამუშავებული, 2022 წლის 6 თვეში – 166 990 TEU.

დამუშავებული კონტეინერის რაოდენობა II კვარტალში

აპრილი – 45 989 TEU
მაისი – 53 129 TEU
ივნისი – 46 548 TEU

2024 წლის მეორე კვარტალის მონაცემებით, მზარდია მანქანების დამუშავების რაოდენობაც. ჯამში, 2024 წლის დასაწყისიდან დღემდე ნავსადგურში 39 762 ავტომობილი დამუშავდა, ეს თითქმის რეკორდული 2023 წლის მაჩვენებელია (2023 წლის 6 თვე 40 504 ერთეული)

მაისთან შედარებით ივნისში გაზრდილია გენერალური ტვირთის რაოდენობაც.
2024 წლის დასაწყისიდან დღემდე, APM Terminals Poti-მა ჯამში 120 144 ტონა გენერალური ტვირთი დაამუშავა, მათ შორის მხოლოდ მეორე კვარტალში 82,863 ტონა ტვირთის მომსახურება მოხდა.

საქართველოს უმსხვილესი პორტის მფლობელის მონაცემებით, 2024 წლის 6 თვეში, ნავსადგურმა 158 საკონტეინერო გემი მიიღო (2023 წლის 6 თვე 167 გემი, 2022 წელი – 98 გემი)

საკონტეინერო გემების რაოდენობა II კვარტალში

აპრილი – 27 გემი
მაისი – 30 გემი
ივნისი – 27 გემი

რაც შეეხება საბორნე ტვირთებს. APM Terminals Poti-ის მონაცემებით, 2024 წლის 6 თვეში საბორნე ტვირთმა 81 816 ტონა შეადგინა, 2022 ეს მაჩვენებელი 70 373 ტონა იყო, 2023 წელს კი 562 ტონა.

მსგავსი სიახლეები

არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების ნაცვლად, მხარდაჭერა თანამედროვე ბაღების გაშენებისკენაა მიმართულია – სამინისტრო

არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების ნაცვლად, მხარდაჭერა თანამედროვე ბაღების გაშენებისკენაა მიმართულია…

არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების ნაცვლად, მხარდაჭერა მიმართულია თანამედროვე ბაღების გაშენებისა და ხარისხიანი პროდუქციის წარმოებისკენ – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის…
საქართველო საერთაშორისო ანტარქტიდულ და კრიოსფერულ კვლევებში მიიღებს მონაწილეობას – მემორანდუმი

საქართველო საერთაშორისო ანტარქტიდულ და კრიოსფერულ კვლევებში მიიღებს მონაწილეობას –…

გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და “კრიოსფეროს ფონდს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების მთავარი მიზანი საქართველოს საერთაშორისო ანტარქტიდულ და კრიოსფერულ სამეცნიერო საქმიანობაში ჩართვა…
2026 წლის ბოლომდე 25 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულებას ვგეგმავთ – რევაზ სოხაძე

2026 წლის ბოლომდე 25 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულებას ვგეგმავთ –…

„28 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია და მოსწავლეები მალე ახალ სასწავლო წელს განახლებულ გარემოში დაიწყებენ. წლის ბოლომდე კი კიდევ 25 სკოლის…